ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

სტუ-ის ვიცე-რექტორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება

სტუ-ის ვიცე-რექტორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლის 16 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართება. სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი – The Blackberries სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგება. საკონცერტო პროგრამას კი DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი აცხადებს, 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. საინჟინრო დარგში სავალდებულო საგანი არის მათემატიკა. ერ­თი­ანი ერ­ოვ­ნულ გა­მოც­დე­ბის შედეგების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათემატიკის ცოდნის საშუალო დონე აწეულია. საქართველოს მასშტაბით მათემატიკაში 28 აპლიკანტმა მიიღო 51 ქულა, 35-დან 51-მდე კი – 700-მა, რომელთა უმეტესობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ვფიქრობ, რომ ამ შედეგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილიცაა, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს. კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას. ესაა უპრეცედენტო პროექტი და ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა გამოვყო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. პირველი შედარებით ახალია, მეორე კი გარკვეული პრობლემების წინაშე იდგა. წელს ორივე ფაკულტეტზე 100%-იანი მიღება გვაქვს. გარდა საინჟინრო მიმართულებებისა, ასევე 100%-იანი ჩარიცხვა გვაქვს ჰუმანიტარული მიმართულებით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 255 აპლიკანტმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, 44-მა 70%-ანი, ხოლო 32-მა – 100%. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს”, – აცხადებს თამარ წერეთელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 70 საგანმანათლებლო პროგრამიდან 36 სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულადაა გამოცხადებული და სრულად ფინანსდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

ბოლო სიახლეები