სამშაბათი, ივლისი 29, 2025

სტუ-ის დეკანი – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავალის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა

„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არის მომავლის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აყალიბებს ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის მომზადებულ, კრიტიკულად მოაზროვნე და ინოვაციაზე ორიენტირებულ თაობას. საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია იყოს კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების, როგორც პროგრესის ბირთვის, შესწავლა აუცილებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე 72 წელია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა. 2025/2026 სასწავლო წლისთვის მივიღებთ პირველ ნაკადს კომპიუტერული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ფაკულტეტი ახორციელებს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან ABET აკრედიტებულ პროგრამას და პარალელურად ABET აკრედიტაციისათვის ვამზადეთ 5 პროგრამას: ბიოსამედიცინო ინჟინერია (ქართული), კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისური და ქართული), კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისური და ქართული). ასევე, CIF პროექტის ფარგლებში მზადდება ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა IoT-სისტემების და დისტანციური სწავლების ლაბორატორიები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა 3 კომპიუტერული ლაბორატორია. კურსდამთავრებულთ ფონდის მხარდაჭერით სრულად განახლდა ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სააუდიტორიო და ლაბორატორიული ფონდი.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს ფაკულტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს კომპიუტერული ინჟინერიის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამის მიმართულებით. პროფესორი თალიკო ჟვანია, კიდევ ერთხელ ულოცავს იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებს, ძიუდოისტ ზაურ დვალაშვილს, საქართველოს ჩემპიონს, აბუ დაბის გრანდ სლემზე ვერცხლის მედლის და ასევე მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს მორიგ წარმატებას, ასევე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრს ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონობას და გამარჯვებებს უსურვებს მათ.

„2024/2025 სასწავლო წელი ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ფაკულტეტის ორგანიზატორობით ოთხი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ICT in Life 2024”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა სტუდენტებმა; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“; მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას ნანოტექნოლოგიების მიმართულებით – „Nano 2024“; ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კომუნიკაცია და ქსელები“, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ჩვენი ფაკულტეტის პროფესორებთან ერთად იყვნენ მსოფლიოს უდიდესი ტექნიკურ პროფესიული ორგანიზაციის ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის აი-ტრიპლ-ის წევრები. მიმდინარე წელს ჩავატარეთ სამეცნიერო ფორუმი „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“. სტუდენტების მხარდასაჭერად გრძელდება სტაჟირების პროგრამა, სადაც სტუდენტებისთვის გამოყოფილია სახელოსნო და სტაჟირების სივრცე. ფაკულტეტზე ხორციელდება პროექტები – “სტუდენტი სტუდენტისთვის”, “პროფესორი პროფესორისათვის”. ჩამოყალიბდა კიბერსპორტის კლუბი. 200-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა 89-ე სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში. ჩვენი კურსდამთავრებულები ფორბსის მიერ შერჩეულ 30 საუკეთესო ახალგაზრდას შორის მოხვდნენ. ჩვენი კურსდამთავრებული ლადო ბიწაძე ჟენევაში AI for Good-ის სამიტზე წლევანდელი Innovate for Impact-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისათვის. ჩვენი პროფესორები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტში – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), პროექტის ფარგლებში წელს სამუშაო შეხვედრები გაიმართა სომხეთსა და საქართველოში. ახალ სასწავლო წელს ახალი შემართებით ვხვდებით, წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებსა და კოლეგებს”, – აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წელს, იმს-ის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, დასრულდა ან მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, მათ შორის: პოტენციალთა მეთოდის გამოყენება შერეული და ბზარის ტიპის დინამიკის ამოცანებში ერთგვაროვანი, არაერთგვაროვანი და კომპოზიტური დრეკადი სტრუქტურებისათვის; მოძრავი ობიექტის იდენტიფიკაცია რეალურ დროში; მრავალფუნქციური შენადნობებისათვის ბორშემცველი კომპლექსური ლიგატურის შემუშავება ფოლადსაგლინავი წარმოების ნარჩენების ფუძეზე მაღალტემპერატურული სინთეზისა და მეტალურგიის მეთოდებით; ვირუსული ნაწილაკების ოპტიკური სპექტრების განსაზღვრის ეფექტური მეთოდის შემუშავება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 17 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში გულისამაჩუყებელი სურათი ნახეს

,,სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 17 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში გულისამაჩუყებელი სურათი ნახეს –7 წლის გოგონა თავის პატარა ძმას ტანით ეფარებოდა და ხელს ნაზად ადებდა თავზე, რათა დაეცვა მოსალოდნელი საფრთხისგან.ორივე ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს''-ამის შესახებ სოციალურ ქსელში Muzaeva Madlena

ლევან სანიკიძე – ივანიშვილს სურს, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ რუსულ სპეცოპერაციაში, დარწმუნებული ვარ, მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“

ბიძინა ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები.„აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია და მათ მიერ არის დღეს გასაკეთებელი ის კომენტარები, რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი „გორბის“ რეიტინგით მათ რაღაც გავლენას, ანუ 3-პროცენტიანი პარტია გასამმაგდა? მე არ ვამბობ, რომ 3-პროცენტიანი იყო რომელიმე. ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია, თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში ნებსით თუ უნებლიეთ როცა მონაწილეობ, ისე გათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს. ამ ადამიანების პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა, ხომ დაუწერა? მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100 პროცენტს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.ლევან სანიკიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია.„ჩემი ღრმა რწმენით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადგანაც პასუხობს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობის მთავარ გამოწვევას არჩევნებში არმონაწილეობასთან, ართანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა და ამას ადასტურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ცეცხლის შესაწყვეტად მიცემული 50-დღიანი ვადის შემცირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ცეცხლის შესაწყვეტად მიცემული 50-დღიანი ვადის შემცირებას გეგმავს.როგორც პრეზიდენტმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით.ტრამპი აცხადებს, რომ ვადას 10-12 დღემდე ამცირებს.„მე ბევრჯერ ვისაუბრე პუტინთან. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. ხუთჯერ თუ ოთხჯერ ვისაუბრეთ. ვფიქრობდით, რომ მოვაგვარეთ. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქისკენ, მაგალითად, კიევისკენ და ხოცავს უამრავ ადამიანს ხანდაზმულთა სახლში იქნება თუ სხვაგან. ქუჩებში ცხედრებია. მე ვთქვი, რომ ეს ასე არ კეთდება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ვაპირებ, შევამცირო 50 დღე, რომელიც მას მივეცი, რადგან ვფიქრობ, უკვე ვიცი პასუხი, თუ რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

5 კითხვა ChatGPT-ის, რომლის დასმის შემთხვევაშიც, ხელოვნური ინტელექტი თქვენს მონაცემებს საპეცსამსახურებს გადასცემს

ტერორისტული თავდასხმების მომზადების შესახებ მოთხოვნები ChatGPT-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ChatGPT არ აანალიზებს მომხმარებელთან მიმოწერას მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე წარდგენის მიზნით, თუმცა, ნეირონულ ქსელს შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების ან ტერორისტული თავდასხმების მომზადების შესახებ მოთხოვნები კრიტიკულად მიიჩნიოს.ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ხელოვნური ინტელექტის რომელ სერვისებს გამოიყენებს სერვერი.სპეციალისტები ამობებნ, რომ აშშ-ში დაფუძნებული სამსახურები, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან, თუ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. თუმცა, ზოგადი სისხლის სამართლის დანაშაულების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია: თუ არსებობს ეჭვი პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ან, მაგალითად, ზრდასრული ადამიანის მიმართ ძალადობის შესახებ, მიმოწერიდან მიღებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, პოლიციას გადაეცემა - ქვეყნებს შორის ურთიერთობების მიუხედავად.„კიდევ ერთი საკითხია, რომ ხელოვნური ინტელექტი არ აანალიზებს თქვენს კომუნიკაციას სამართალდამცავ ორგანოებთან დამოუკიდებლად შესატყობინებლად. „ვფიქრობ, რომ კრიტიკული მოთხოვნები იქნება კითხვებზე მცირე ზომის იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამოუკიდებლად შექმნის შესახებ, მკვლელობებისა და ტერორისტული თავდასხმების ჩადენის გეგმების შემუშავების მოთხოვნები“, - ამბობენ სპეციალისტები.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ობიექტებში, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს  აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს. შედეგად,  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მოწმობს სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები