კვირა, მარტი 16, 2025

“სტუდენტები სოციალური მეწარმეობისთვის” კონკურსი იწყება

”სტუდენტები სოციალური მეწარმეობისთვის” -ასე ჰქვია კონკურსს, რომლის პრეზენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.  კონკურსში რეგისტრაციის ვადა (საიტზე http://segeorgia.org )13 მარტს იწურება.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. გამარჯვებული გუნდის წევრებს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სამოგზაურო გრანტი გადაეცემათ.

პროცესში ჩართულ სტუდენტებს შეეძლებათ იმუშაონ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

2018 წელს კონკურის საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ფინანსური მხარდამჭერი კი ევროკავშირია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა. საუბარია, ატირაუ-თბილისი-ატირაუ მიმართულებაზე, სადაც პირველი ავიარეისი 27 მაისს შესრულება.როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კი, ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს, ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს."ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის უმთავრესია, რომ არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“, ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დაეთანხმება.„ჩვენთვის უმთავრესია, არც ამერიკა, არც არავინ არ წავიდეს რუსულ „მაგრამზე“. ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა მოდიოდეს „მაგრამთან“ ერთად, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს არ არის სამუდამო, ეს არის 30 დღე-ღამე, სადაც ყველა მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს ომის დასრულების სურვილი ან პირიქით. არის აშშ-ის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა რუსებს. ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, კოორდინირებულია რაღაც პოზიციები. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება კოორდინაცია აშშ-თან შემდგომი ნაბიჯების შესახებ. რუსები თუ არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იქნება მკაფიო, მკაცრი და პირდაპირი პუტინის მიმართ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.ზელენსკი ასევე მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შეიძლება, 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საჭიროა შეთანხმების შემუშავება ომის დასასრულებლად შემდგომი ნაბიჯების შესახებ.როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, ტერიტორიებზე კონტროლის საკითხი„რთულია“ და მოლაპარაკებების გზით შემდგომ უნდა გადაწყდეს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს უკრაინისთვის არ წამოუყენებიათ დამატებითი პირობები ომის დასრულების თაობაზე.„დაე, ამერიკამ ახლა აიძულოს პუტინი, გადადგას პირველი ნაბიჯი. შემდეგ განვიხილავთ ყველა დანარჩენ ნაბიჯს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როდიდან უნდა ველოდოთ ამინდის გაუარესებას… – სინოპტიკოსები არც თოვლს გამორიცხავენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება. დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება. დედაქალაქში 19 მარტიდან იწვიმებს. კვირის განმავლობაში მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი.როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს."ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",- ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

კახეთში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო სამსახურის მობილიზაცია განხორციელდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველო ერვოვიზიის კონკურსზე გასულ წელს წარადგინა, ევროვიზიის წლევანდელი მონაწილის - მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ეხმაურება.იგი მიიჩნევს, რომ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელს ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროს.„მინდა, ქართველებს მივმართო, ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ბევრ რამეზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველოს წელს წარმატებები ვუსურვო „ევროვიზია 2025“-ზე”, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.მარიამ შენგელია, რომელიც წელს ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს, ფსევდოლიბერალების სამიზნე გახდა.სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ბოლო სიახლეები