სტიქია იმერეთში – სეტყვამ 4 მუნიციპალიტეტი დააზარალა

Read Time:27 Second

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

„დაზიანდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ესენია საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ჯერჯერობით ნალექი არ შეწყვეტილა. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყებთ ზარალის დათვლას. გარდა ამისა, ქარმაც დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მედიის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მონაცემებით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში 181 მანდატს მოიპოვებს, სოციალისტები და დემოკრატები კი 135-ს
Next post ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეებთან დამარცხდა