უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე. ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.
„მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ჩართულობას რეალური შედეგები მოაქვს და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – დაწერა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, დიალოგი გაგრძელდება და უახლოეს კვირებში პროგრესია მოსალოდნელი.

