პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი რეზი ძნელაძე „დილის პალიტრის“ სტუმარი იყო, სადაც მისი და უწმინდესის ურთიერთობაზე ისაუბრა.
როგორც რეზი ძნელაძე ჰყვება, ძალიან პატარა იყო, როცა ტაძარში მიიყვანეს და პატარა ასაკიდან გახდა პატრიარქის სტიქაროსანი.
„ზრდაში ვერ მივდიოდი. 1 წელი მიყურა პატრიარქმა , 2 , 3 ,10 წელი… ერთი და იგივე ვარ. ერთხელაც მეძახის – კაცო, შენ რამდენი წლის ხარო? 15-ის მეთქი. ამხედა-დამხედა და – სტაფილო ჭამე შვილოო. მართლაც… განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა“,- ამბობს პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი.

