უცხოურმა მედიამ გაავრცელა მელანია ტრამპის უახლესი ფოტოები, რომელიც საინაუგურაციო წვეულებაზეა გადაღებული.
მელანია ტრამპს ყელზე ე.წ. შავი ჩოკერი ეკეთა, რომელიც ბრილიანტის ბროშით იყო გაფორმებული. აშშ-ს პირველი ლედის ეს აქსესუარი დიზაინერმა, ჰარი უინსტონმა 1955 წელს შექმნა.
მელანიას ჩაცმულობა მოდის სფეროს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს და მის სამოსს “ყველაფრის მთქმელი კაბა” უწოდეს.