ორშაბათი, მარტი 10, 2025

სროლა ბელიაშვილის ქუჩაზე – “ბრმა ტყვია” საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს, ტყვიები კი იქვე მდგარ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ფანჯარას მოხვდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ეს უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილია, თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს, რომ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი” – სალომე სამადაშვილი ხაზარაძის მიერ გადახდილ თანხაზე

მამუკა ხაზარაძემ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფოს 650 000 დოლარი გადაუხადა. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხაზარაძე იყო მტყუანი და მან აღიარა ანაკლიის პროექტის ჩაშლა.2024 წლის ივლისში, ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საუბარია კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეწყვეტის საქმეზე, რომელსაც "ლელოს" დამფუძნებელი უკანონოდ მიიჩნევდა.არბიტრაჟმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძემ თავად მიმართა, მისი მოთხოვნა უარყო."ლელოში" დღეს ამ თემაზე "კურიერის" დასმულ შეკითხვას სალომე სამადაშვილის გაღიზიანება მოყვა. მისი განცხადებით, არბიტრაჟის მომსახურების გადახდა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები.ჟურნალისტის დასმულ კითხვას, არბიტრაჟის გადაწყვეტილება იყო თუ არა ობიექტური, სალომე სამადაშვილმა თავი აარიდა."ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული მორიგი, უვიც ხალხზე გათვლილი ტყუილი, რომ თითქოს არბიტრაჟის მომსახურების გადახდა ნიშნავს იმას, რომ ეთანხმები არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რაც არის აბსურდი. სიმართლე არის ის, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულა.არბიტრაჟი მომსახურების გადახდას აკისრებს ყველა მხარეს და ყველამ უნდა გადაიხადოს. გეუბნებით, რომ უვიცი შეკითხვა არ უნდა დასვათ. არბიტრაჟის ან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე შენ რომ თანხმდები, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმები. მე გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არ არის აშენებული და თქვენს ადგილზე დავინტერესდებოდი იმით, თუ რატომ არ არის აშენებული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.თანხის მითვისების ნაწილში ბაჩიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, ბაჩიაშვილი თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას.ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც მან ქვეყანა დატოვა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო, გავუწოდე ხელი, ჩავედი მოსკოვში, გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, მაგრამ არაფერი გამოვიდა – სააკაშვილი

ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არაფერი გამოვიდა.„ჩემი საბოლოო, დიდი ოცნება არის ქართული სახელმწიფოს მძლავრი ცენტრის წარმოშობა სოხუმში. აფხაზეთთან ერთად, საქართველო, პრაქტიკულად, ორმაგი და სამმაგი ძალის არის. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზეთი დაავიწყონ ჩვენს ხალხს, მაგრამ მე ეს ერთი წამით არ მავიწყდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი წინაპრების საფლავები და ჩვენი ბავშვების მომავალი გვეძახის ისევ აფხაზეთისკენ. ეს მოხდება ისეთ პირობებში, როცა ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე. ჩვენ არავისთან კონფრონტაცია არ გვსურს, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ რუსეთთან კონფრონტაცია სცადო. მე ხომ ყველაფერი ვცადე, რომ რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან ამეცილებინა. პირველივე გამოსვლაზე ინაუგურაციაზე გავუწოდე ხელი, პირველი ვიზიტით ჩავედი მოსკოვში. ომის წინ რა არ შევთავაზეთ, ოღონდ ხელი აეღოთ თავის განზრახვაზე. 2008 წლის შემდეგ გავუხსენით საზღვრები რუს ტურისტებს, ვმასპინძლობდით რუს ჟურნალისტებს, რისთვისაც ახლა მასამართლებენ, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ჩვენი სიმართლე უნდა გაეტანათ და აგრესია შეემცირებინათ, პრაქტიკულად, ჩვენი დაცვის ერთ-ერთი ზღუდე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. მათ ძალიან არ უნდათ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა, ნებისმიერი ფორმით. მათ არ მოსწონდათ გამსახურდია და ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად, სამხედრო გზით დაამხვეს. ჯერ მოახდინეს მისი სრული, მასობრივი პროპაგანდისტული დაბომბვა და შემდეგ უკვე პირდაპირი გზით დაბომბვა. მათ არ მოსწონდათ არც შევარდნაძე და, რა თქმა უნდა, არ მოვწონდი მე. მეტიც, მათ არც ივანიშვილი მოსწონთ ბოლომდე, რადგან მათ არ მოსწონთ თვითონ იდეა, რომ ვიღაც კიდევ არის მათი ჩამნაცვლებელი. მიაჩნიათ, რომ მთლიანად ყველაფერი მათი უნდა იყოს. შუამავლები მათ არ სჭირდებათ საქართველოს განადგურებასა და კონტროლში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს – გია ვოლსკი

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა.„სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ მილიონი დოლარი დახარჯა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროექტში უშველებელი რესურსი ჩადო, პროექტის შემსრულებელმა კი არაფერი, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა იმით, რომ წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იყო ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, ის ვალდებულება იყო, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმებისა და ამოცანების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი

სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დასავლეთის კავშირებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, შემაშფოთებელია ის უმოქმედობა, რასაც დასავლეთი იჩენს, როცა არათუ არ აჩერებს სისხლისღვრას, არამედ საშინელი მოვლენების დამგმობი განცხადებების გაკეთებისგანაც კი იკავებს თავს და დუმილს ირჩევს.„შემზარავ ფაქტებს ვუყურებთ ბოლო სამი წელი უკრაინაში და დღეს უკვე სირიაშიც. თუკი უკრაინაში საკუთარი დანაშაული ომის პოლიტიკის ავტორებმა „პატრიოტიზმით“ შეფუთეს, სირიაში ცდილობენ ეს საშინელი ფაქტები საპირისპირო მხარეს დააბრალონ და თავად ისევ „მშვიდობის მტრედებად“ მოგვევლინონ. თუმცა, უკვე იმდენად გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, რომ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებსაც კი ვეღარ ატყუებენ.საოცარი ისაა, რომ აქამდე ფარისევლურ შეშფოთება-აღშფოთებას მაინც გამოხატავდნენ და ახლა სამარისებური დუმილი აქვთ. დავიჯეროთ, სინდისმა შეაწუხათ? არა, უბრალოდ მათსავე მოყვანილ ხელისუფლებას ხომ არ გალანძღავენ? რაღაც მცირედით შეიძლება გააკრიტიკონ, მაგრამ ესეც მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.პოლიტიკის დიდ თამაშებს ყოველთვის უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, მაგრამ უკრაინის, ღაზის და ახლა უკვე სირიის მოვლენები ზედმეტად დიდი მსხვერპლია ახალი საუკუნის დასაწყისისთვის. ეს ის მსხვერპლია, რომელსაც რომელიმე მხარისთვის არც შედეგი მოუტანია და მსოფლიოც გაურკვეველ ქაოსში გახვია.ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვტკივა. შემზარავია იმის გააზრება, რომ დასავლეთი ზუსტად ისეთ „დემოკრატიულ“ სახელისუფლებო ცვლილებებს გეგმავდა საქართველოში, რაც განახორციელეს უკრაინასა და სირიაში. სწორედ მათ სინდისზეა ამ ქვეყნებში დაღვრილი სისხლი, რისი უფლებაც საქართველოში არ მივეცით“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები