ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026

სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. უწყების მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან ერთად, აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ასევე, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, სავალდებულოა ნიღბების ტარება. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. რაც შეეხება ტრენაჟორების დარბაზს, ყოველ 6 კვ.მ. ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

რეკომენდაციებში ასევე დეტალურადაა გაწერილი სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ამ ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.

რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა სამ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული 300 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი’’.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა – მამა პაისის პასუხი

- წმიდაო მამაო, უნდა იმარხულონ თუ არა ზიარებამდე ხუთი-ექვსი წლის ბავშვებმა?- უკიდურეს შემთხვევაში ზიარების წინა დღეს მათ სამარხვო საჭმელი უნდა მიიღონ - ზეთით. თუმცა, ეს საკითხი მოძღვრის კომპეტენციაშია. ჯობს, თუ დედა მოძღვარს ჰკითხაგს, როგორ იკვებოს ბავშვმა, რადგან შესაძლოა, პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს და მისთვის რძის მიღება აუცილებელი იყოს.- წმიდაო მამაო, რამდენი დღის განმავლობაში უნდა მარხულობდეს პატარა ბავშვი?- თუკი ბავშვი ძლიერია და ჯანმრთელობით გამოირჩევა, მას შეუძლია, იმარხულოს. გარდა ამისა, დღეს აურაცხელი სახის სამარხვო საჭმელები იყიდება. ძველად ბავშვები მარხულობდნენ და მთელი დღის განმავლობაში დარბოდნენ და თამაშობდნენ. ფარასაში დიდი მარხვის პერიოდში დიდებიც და ბავშვებიც მეცხრე ჟამამდე მარხულობდნენ. მშობლები მათ ერთად შეკრებდნენ, სათამაშოებს მისცემდნენ და ისინიც თამაშობდნენ, ხოლო, როდესაც ნაშუადღევს პირველშეწირულთა ძღვენთა ლიტურგიაზე ზარს დარეკდნენ, ყველანი ერთად ეკლესიაში მიდიოდნენ და ეზიარებოდნენ. წმიდა არსენი კაპადოკივლი ამბობდა: „თუ ბავშვები თამაშობენ, ჭამა მთელი დღე არ აგონდებათ. და განა ისინი მარხვას ვერ შეძლებენ ახლა, როდესაც მათ ამაში ქრისტე ეხმარებათ?“მოზრდილებს, რომლებიც არ მარხულობენ, სინდისი დაქენჯნის, როდესაც დაინახავენ, როგორ ინახავენ ბავშვები მარხვას. მახსოვს, პატარა ვიყავი და ჩემს ოსტატთან ერთად ერთ სახლში ვმუშაობდი. ჩვენ იქვე ვსადილობდით. ოთხშაბათობითა და პარასკევობით მე სადილად არ ვრჩებოღი და სასადილოდ სახლში ვბრუდებოდი, რადგანაც ეს ადამიანები არ მარხულობდნენ. ერთხელ მახსოვს, ოთხშაბათი იყო, მათ ნამცხვარი მოიტანეს და ჩემი გამასპინძლება მოინდომეს. „გმადლობ, მაგრამ მე ვმარხულობ“. ვუთხარი მაშინ. ძალიან გაუკვირდათ: „მარხულობ?! ნახე, პატარა ბიჭუნა მარხვას ინახავს, ჩვენ კი ზრდასრული ადამიანები ყველაფერს მივირთმევთ“.

გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა

„თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლ ხელ­მძღვა­ნე­ლს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.„„თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლმა ხელ­მძღვა­ნე­ლმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავა.

სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

„ხალხის ძალის“ დეპუტატი, სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუბერნატორის ინსტიტუტი საკმაოდ მოძველებულია.მისივე თქმით, ზედმეტი რგოლები ყველა გადაწყვეტილებას ანელებს.„მართლა არ მესმის, რა საჭიროა ზედმეტი რგოლები, ამიტომ ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, გუბერნატორების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები და საკმაოდ ქმედითები არიან. რაღაც პერიოდი ვიყავი კიდეც ამ მიმართლებთ კურატორი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც შეიქმნა სამინისტრო, საკმაოდ დიდი ფუნქციებით, ეს არის ზედმეტი რგოლი“, - განაცხადა სუბარმა.

გთხოვთ გააზიარეთ-თბილისში 24 წლის გოგოს ეძებენ

ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის ეველინა სმირნოვას ეძებს.ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქალის ძმამ გაავრცელა 18 თებერვლის ღამეს, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში, Expats in Tbilisi.

ბოლო სიახლეები