კვირა, მაისი 18, 2025

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი სკანდირებენ: “აჯანყდი!”, გაათავისუფლეთ ტყვეები!”.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათ გაშალეს საქართველოს დროშაც. ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

თავდაპირველად, პროტესტის მონაწილეები მეტრო “სამედიცინო უნივერსიტეტთან” შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობისკენ გაემართნენ. მათ გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს. მსვლელობას თან მიუძღვის პოლიციის კორდონი. საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს “დიფ სთეითის” შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს...

"თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას."ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და "დიფ სთეითს" შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი "დიფ სთეითის" შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე "მეგობარი აქტი" იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანია

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანიაბექაურის მსგავსად, ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის აბები" ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის (13-20 ივნისი) მოსამზადებლად გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომში. შეხვედრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

ბოლო სიახლეები