“უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ავტოპარკი, რომლითაც სასწრაფო სამედიცცინო დახმარება რეგიონის მოსახლეობას მიეწოდება, სრულად განახლდა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს” – თქვა გადაუდებელი დახმარებისს ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
სპეციალურად რთული რელიეფისთვის, გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 მანქანა გადაეცა
„ენბისი ნიუსი“ – დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა შესაძლებლობას, რომ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა შესაძლოა, ომი გამოიწვიოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.„მე ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოცემულობაზეა დამოკიდებული. ისინი იმდენად სულელები თუ არიან, რომ ნაოსნობა განაგრძონ, ჩვენს ერთ-ერთ ნავსადგურში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა მისი საბოლოო მიზანი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენება.„მან ზუსტად იცის, რა მინდა. მან ეს ყველაზე უკეთ იცის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლა გაზარდა. ამასთან, აშშ-მა ცოტა ხნის წინ ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.
შემოსავლების სამსახური – 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ შეჩერებულ იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.„აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის ვიცე-პრემიერთან, სინიშ მალისთან ერთად ურბანული პროექტი Belgrade Waterfront დაათვალიერა
სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.Belgrade Waterfront-ი სამი მილიარდი დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია „იგლ ჰილს პროპერთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
ბრიტანეთის მთავრობა – საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას
საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია, რომლის თარგმანსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვას რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით.„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებთ უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.ასევე, მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას.ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით,ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. “ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას.ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

