ბიძინა ივანიშვილის კოშმარი ცხადი გახდა, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსეთს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნება“ საქართველოში დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილის კოშმარი ცხადი გახდა, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულია. დღეს არის ქალების აქცია და დიახ, ქალები, საქართველოს ქალები ვირჩევთ ევროპას და რუსულ კანონს ვეუბნებით არას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსეთს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ და ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრს აუცილებლად გავხდით“, – თქვა ჯაფარიძემ.