კვირა, მარტი 30, 2025

„სოფლიდან, მისი სურვილის წინააღმდეგ წამოიყვანეს….” ახალი დეტალები დაკავებული ცოლ-ქმრის საქმეში, რომლებიც უნარშეზღუდულ ქალს სექსს აიძულებდნენ

ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ცოლ-ქმრის, ხათუნა და ლევან აბულაძეების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საქმეში დევს შშმ ქალის დედის გამოკითხვის ოქმი, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ სცადა შვილის წაყვანა სოფელში, თუმცა ბრალდებულები ჩავიდნენ მასთან და იგი დააბრუნეს იგივე ადგილას იძულებით გააგრძელა საქმიანობა.

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს დაადასტურებს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და სრული მოცულობით დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მათ მიმართ საქმეზე იქნება გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე გადაეცა არსებით განხილვას. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება ბრალდებულების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენა“, – ამბობს პროკურორი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის.ამის შეასხებ პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.„რუსული სტილით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ საფასურს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხაებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

📽️მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ – რა თქვა სასამართლოზე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა

მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ - კურიერი P.S-ის ექსკლუზივი.რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი.„საკმარისი დრო გავიდა, რომ ადამიანებთან ვიყო და მომეცეს საშუალება. თუ არ გაამართლებს დამაბრუნეთ უკან...“, - თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.ნახეთ ანონსი ⇓ 

რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს

ფოტოგრაფი „დანტესი“, რომელიც ამ კარგი ამბის შუამავალია, სოციალურ ქსელში, ფოტოს გვიზიარებს,  წერს ,,რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს''.  

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბოლო სიახლეები