ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

სოფიო ხუნწარია: თბილისში ბიბლიოთეკების მოდერნიზება იგეგმება და არა ლიკვიდაცია

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ხუნწარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხდა, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

“ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ თუ რა პროცესები გველოდება, რა პროცესები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, რომელიც ქალაქის საიმიჯო სივრცე უნდა იყოს და არა პირიქით, რაც ახლა ხდება. ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას მოყვა პროტესტი გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს თბილისის მერია, რაც სამართლებრივად გაუმართავია. მეორე საკითხია ის, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნის ფონდების და შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს უკვე სოკო აქვს იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ ყოფნა. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თქვენთვისაც, რადგან გაუსაძლის მდგომარეობაში გიწევთ ყოფნა, შეუსაბამოა ის გარემო, სადაც მუშაობთ და ასევე შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, პრობლემაა დაბალი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონდეთ. იმისთვის რომ გავმართოთ სისტემა, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. რათა ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ”, – მიმართა ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მერიის მხრიდან ა(ა)იპ-ისდაფუძნებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

ჩვილის გადარჩენის პროცესში იაშვილის ქირურგები ჩაერთნენ – ინფორმაცია ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში. იაშვილის ქირურგებმა ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია - ამის შესახებ „პრაიმ თაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.„სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.

შალვა პაპუაშვილი – სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 ათასი ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად...

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები – „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თაავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, „ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“, „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯარით“, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი“.„ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან „მოლოტოვის კოქტეილის“ მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად.პოსტის ორიგინალი იხ. აქ: https://www.facebook.com/share/14U2ksbpudt/“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მარკო რუბიო – ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს აშშ-თვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას

ირანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ირანი აქტიურად მუშაობს ისეთი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, რომლებმაც შესაძლოა, კონტინენტურ ამერიკასაც მიაღწიოს.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ მინდა, გაიგოთ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანი ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. ისინი ამჟამად არ ამდიდრებენ, მაგრამ ცდილობენ, მიაღწიონ იმ წერტილს, სადაც საბოლოოდ შეძლებენ. ირანს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, განსაკუთრებით მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ბაზებს რეგიონში და ჩვენს პარტნიორებს რეგიონში. მათ ასევე აქვთ საზღვაო აქტივები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო გადაზიდვებს და ცდილობენ, საფრთხე შეუქმნან აშშ-ის საზღვაო ძალებს. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბირთვული პროგრამის გარდა, მათ აქვთ ეს ჩვეულებრივი იარაღი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ამერიკაზე თავდასხმისთვის და ამერიკელებზე თავდასხმისთვის, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძირითადად ბირთვულ პროგრამაზე იქნება ორიენტირებული და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ირანი უარს ამბობს ჩვენთან ან ვინმესთან ბალისტიკურ რაკეტებზე საუბარზე. და ეს დიდი პრობლემაა. ისინი ცდილობენ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას, მაგრამ უკვე ახლა მათ აქვთ რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ინტერესებს. ჩვენ ამას სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევთ შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა რუბიომ.

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.„ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია. 2007 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირი იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე, ამის ფონზე „იმედს“ არ შეუწყვეტია თავისუფალი სიტყვის, სიმართლის მიწოდება ჩვენი ხალხისათვის და მსგავსი ტიპის გაუფასურებული ინსტრუმენტი, რაც ე.წ. სანქციები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა გაჩერდეს”, - განუცხადა „ქრონიკას“ ლაშხმა.დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ბოლო სიახლეები