დაახლოებით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ დღეს, დღეს, 25 წლის არამ მურადიან გარდაცვლილი იპოვეს.
„დღეს ვნახეთ სოფელ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი“,- განაცხადა არამის ნათესავმა.
გარდაცვლილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ.