ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025

სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 87 წლის ქალი ემსხვერპლა

87 წლის ქალი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში. შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მას ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორე. ქალი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სინოპტიკოსები რამდენიმე ქალაქში დღეს წვიმას პროგნოზირებენ

31 ივლისს, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +30 - წვიმასოხუმი +31 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +31 - წვიმამესტია +28 - უმეტესად მზიანიფოთი +30 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +29 - წვიმაოზურგეთი +31 - წვიმაქუთაისი +34 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +34 - უმეტესად მზიანიახალციხე +34 - წვიმაბორჯომი +29 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +27 - წვიმაგორი +37 - უმეტესად მზიანიცხინვალი +33 - მზიანისტეფანწმინდა +27 - უმეტესად მზიანიგუდაური +22 - უმეტესად მზიანითელავი +35 - მზიანირუსთავი +39 - მზიანითბილისი +37 - მზიანი

დონალდ ტრამპმა ბრაზილიისთვის დამატებით 40%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრაზილიისთვის დამატებით 40%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.თეთრი სახლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრაზილიისთვის დაწესებული ტარიფების საერთო რაოდენობას 50%-მდე ზრდის.„დამატებითი 40%-იანი ტარიფი მიმართული იქნება ბრაზილიის მთავრობის უჩვეულო და არაორდინარული პოლიტიკისა და ქმედებების წინააღმდეგ, რაც ზიანს აყენებს ამერიკულ კომპანიებს, აშშ-ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.როგორც განცხადებიდან ირკვევა, ცვლილება დაკავშირებულია ბრაზილიის მთავრობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნასთან.ცნობისთვის, ბრაზილიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ელექტრონული სამაჯურის ტარება და კომენდანტის საათი დაუწესა, ასევე აუკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება, შვილთან კომუნიკაცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს, მის ოჯახის წევრებს, მოკავშირეებს ბრაზილიის სასამართლო სისტემაში და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამასთან, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ბოლსონარუსადმი ბრაზილიის ხელისუფლების მოპყრობა და ქვეყანას ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 30 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას უზიარებს.„უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 30 ივლისის 11:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.იხილეთ ბმული.გაითვალისწინეთ, რომ: რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.გამოცდა 8 სექტემბერს ჩატარდება.გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).მოთხოვნა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება: იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით. იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 -  2023-2024 სასწავლო წლებში სწავლობდნენ უკრაინის, ხოლო  2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავარია ქვიშხეთთან – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვიშხეთთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა

გერმანელი ბიათლონისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლორა დალმაიერი 31 წლის ასაკში კლდეზე ასვლისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.პენსიაზე გასული გერმანელი ბიათლონისტი პაკისტანის მთებში ქვის ცვენის ქვეშ მოყვა. ქვის ცვენა ყარაკორამის მთებში, ლაილას მწვერვალზე მოხდა.სამაშველო ოპერაცია ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც დალმაიერის მთამსვლელმა პარტნიორმა, მარინა ევამ მაშველები გამოიძახა.მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ცუდი ხილვადობისა და ამინდის გამო, სამაშველო ოპერაციაში სამხედრო ვერტმფრენების გამოყენება ვერ შეძლეს.დალმაიერის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის სიშორის გამო, სამაშველო ვერტმფრენმა ადგილზე მისვლა და მისი დათვალიერება მხოლოდ სამშაბათს დილით შეძლო.შემთხვევის შედეგად სპორტსმენი მძიმედ იყო დაშავებული. მიღებული ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.31 წლის დალმაიერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. 2019 წელს მან სპორტული კარიერა დაასრულა.

ბოლო სიახლეები