კვირა, მარტი 9, 2025

სომხეთში საქართველოს საზღვართან ახლოს 3 მიწისძვრა მოხდა

სომხეთში საქართველოს საზღვართან ახლოს 3 მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრაა ერთმანეთის მიყოლებით: 09:26, 10:25, 10:31 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგების სიმძლავრე 2.20 მაგნიტუდიდან 4.4 მაგნიტუდამდე იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“უაზრობაა, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს” – მასკი შტატების NATO-დან გასვლის იდეას ეთანხმება

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აშშ-ის NATO-დან გასვლის იდეას კიდევ ერთხელ დაეთანხმა."ნამდვილად, უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს", - წერს მასკი სოციალურ ქსელში, რითაც "რესპუბლიკელი" სენატორის, მაიკ ლის პოსტებს ეხმაურება, სადაც ლი წერს, რომ ევროპა შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც ბანკომატს და ქვეყანამ NATO უნდა დატოვოს.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 გაიმარჯვა.ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში საკმაოდ ძლიერი რუმინეთის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად აჯობა და მატჩის შედეგი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.ანგარიში მე-6 წუთზე „ჯვაროსნების“ გამოცდილმა მოთამაშემ, შოთა თოფურიამ გახსნა, ერთ წუთში კი გიორგი ჩიმაკაძემ საქართელოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის მეორე მატჩი 11 მარტს ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ლორა თორნტონი – „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში – დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა

 „ამაზე ნამდვილად ძალიან ვღელავ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას ზღუდავს. ვფიქრობ, ნათელია, რომ ესაა თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია.დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს მაგალითად უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა რუსეთში, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება.ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებდა, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ მედიები ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ, ბევრ მედია საშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, - განაცხადა ლორა თორნტონსმა.

იმ დროს, როდესაც ხაზარაძე-გვარამია-სააკაშვილები რუსთაველზე პიროტექნიკით ხანძრებს აჩენენ და ბიძინას დამარცხებას ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იყოს ახალი მსოფლიოს არქიტექტორთა გვერდით – ნანა კაკაბაძე

ყველა ქვეყანასა და ხალხს თავისი ოცნებები აქვს და თუ საქართველოს ხელისუფლების ოცნებები მშვიდობაზე, ხალხის კეთილდღეობის ზრდასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის, ჩამოშლაზე ორიენტირებული ქართული ოპოზიციის ოცნება მხოლოდ ნებისმიერი გზით ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევაა, რომელსაც ისინი მუდმივად კრახით ამთავრებენ, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე.იგი საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიზნების შესახებ მსჯელობს და აცხადებს, რომ „ბნელი და ლუზერი, წარსულში ჩარჩენილი ბოროტი კრიმინალების ოცნება“ მხოლოდ სახელმწიფოს დასუსტებასა ხელისუფლების დამხობაზე, ადამიანის უფლებებით მანიპულირებაზე გადის.„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ოცნებებისაქართველოს შინაური „გულანთებული პატრიოტები“ და გარეული „დაუძინებელი მეგობრები“ გამწარებით ცდილობენ, დაადასტურონ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია, რომლის გადალახვა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი. ამ კრიზისის მთავარ გამოხატულებას ისინი ხედავენ ერთპარტიული პარლამენტის არსებობაში, ასევე ქუჩის უწყვეტ პროტესტებში, რომელიც მათი მტკიცებით, იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მოსახლეობის „დიდი უმრავლესობა“ არ ცნობს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების „ანტიევროპული კურსის“ წინააღმდეგია. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას, მსოფლიოში „არავინ ცნობს“ ლეგიტიმურად.ცალკე თემაა, რომ ანტისახელისუფლებო ძალების ეს ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქეთა უმცირესობის მხრიდან საკუთარი მისწრაფებების თავს მოხვევა უმრავლესობისთვის, უმცირესობის ნების თავის მოხვევის მიზნით სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების მცდელობები, ვინაიდან ვერავითარი 1000 თუ 100 ათასკაციანი საპროტესტო აქცია ვერ ჩაანაცვლებს იმ არჩევნების შედეგებს, რომლის მასობრივ გაყალბებაზე მხოლოდ აღქმების შესახებ გვესმის განცხადებები, რადგან დიდი მცდელობების მიუხედავად, მასობრივი გაყალბებების დამადასტურებელი ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთის ბუნებაში არარსებობის გამო. „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის „არცნობის“ შესახებ არაფერია სათქმელი, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების ინტენსიური საერთაშორისო კონტაქტების ფონზე ოპოზიცია მხოლოდ მომხრეებისათვის თვალებში ნაცრის შეყრით გზით ცდილობს, რომ შეუნარჩუნოს მათ ხელისუფლების ლეგიტიმურობის არცნობის ილუზია.უფრო მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ რა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევი როგორი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნიათ ხელისუფლებას და ოპოზიციას.ქართული ოცნების მიზანია დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომლითაც შესაძლებელი გახდება სააკაშვილისა პოლიტიკით დაკარგული მიწების დაბრუნება, ეკონომიკის გაძლიერება, ისეთი რეალობის შექმნა, რომელიც საქართველოს საინტერესოს და საჭიროს გახდის როგორც ეკონომიკურად მზარდი, ასევე მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მმართველი ქვეყნებისთვის. ამას კარნახებს დღეისათვის შეცვლილი საერთაშორისო ვითარება, როდესაც ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არა უსაფრთხოების, არამედ საფრთხის შემცველად ითვლება, რაზეც პირდაპირ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, როდესაც უკრაინაში განხორციელებული აგრესიის მიზეზებზე საუბრობდა.ვფიქრობ, ხელისუფლების მიზანია, რომ რუსეთსაც გაუჩინოს ინტერესი, რომელიც შეიძლება, გაიცვალოს როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებში, ასევე ეკონომიკური სარგებლის მიღებაში.დღეს ისეთი ახალი მსოფლიო იბადება, რომელსაც „ჯოს-ჯოს“ ძახილის, გულში მჯიღის ცემისა და ბრტყელ-ბრტყელი აღუსრულებელი კეთილი სურვილების ნაცვლად აინტერესებს პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომლის მამოძრავებელი ძალაც უნდა იყოს ბიზნეს-ეკონომიკა და არა გულის მომფხანი, მაგრამ არაფრის მომცემი ლოზუნგები. დღეს გულზე ჩამოკიდებული მედლების და ორდენების ნაცვლად, ხელებდაკაპიწებული შრომა, საქმეში დაუღალავი ენერგიისა და ტვინების რესურსების აკუმულირება და ჩადებაა საჭირო და არა ილუზიებით ხალხის გამოკვება. ყველასათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკულ ოცნებებზე საუბრისას აქცენტის გაკეთება სხვა ქვეყნების მიწების შემოერთებაზე, ამერიკის როლისა და სიდიადის გაზრდაზე, მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში აშშ-ს როლზე და პასუხისმგებლობაზე, ხოლო ვინც ამაში მას ხელს შეუშლის, ნებისმიერი (თუნდაც მოკავშირე) ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამოყენებაზე. ამ ახალ რეალობაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყანას შესძინოს თავისი ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიოში ამ ფონზე გარედან მართული ფსევდო-ქართული ოპოზიციის მოთხოვნებია ახალი არჩევნები და ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამის მიღწევას ისინი ცდილობენ ხელისუფლების ჩამოშლით, რომელიც მათი გათვლებით, მიღწეულ უნდა იქნას უწყვეტი საპროტესტო აქციებით (როგორი სიხარულით გვაუწყებენ ყოველ საღამოს, რომ „რუსთაველი გადაიკეტა“!), ხელისუფლების არაღიარებაში, ქვეყნისათვის საერთაშორისო არენაზე პრობლემების შექმნაში, ხალხის ცხოვრების პირობების გაუარესებაში, რის გამოც უნდა გაიზარდოს ანტისახელისუფლებო გამოსვლების მასშტაბი, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ხალხი იმასაც კი ვერ გრძნობს, რომ უკვე დამთავრდა მათ მიერ ნათამაშები სპექტაკლი („მოკვდა პაპანდო პულო!“) და ამ ახალ მსოფლიოში უნდა ეძიონ საკუთარი ადგილი.მოკლედ, ყველა ქვეყანასა და ხალხს თავისი ოცნებები აქვს და თუ საქართველოს ხელისუფლების ოცნებები მშვიდობაზე, ხალხის კეთილდღეობის ზრდასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის, ჩამოშლაზე ორიენტირებული ქართული ოპოზიციის ოცნება მხოლოდ ნებისმიერი გზით ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევაა, რომელსაც ისინი მუდმივად კრახით ამთავრებენ. რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობაზე აპელირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, ესეც მხოლოდ პროპაგანდისთვის სჭირდებათ, თორემ კარგად იციან, რომ არც ხელისუფლებაა პრორუსული და არც „პოლიტპატიმრები“ სხედან ციხეში პოლიტიკის გამო, რადგან მათ კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი. ხოლო თუ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩადენილია პოლიტიკური მოტივებით (სამართლებრივად დასჯადია) და „პოლიტპატიმრებად“ მათ შეფასებაში ამას გულისხმობენ, მაშინ კი ბატონო, ამ გაგებით შეიძლება დათანხმება.იმ დროს, როდესაც ხაზარაძე-გვარამია-სააკაშვილები რუსთაველზე პიროტექნიკით ხანძრებს აჩენენ და ბიძინას დამარცხებას ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იყოს ახალი მსოფლიოს არქიტექტორთა გვერდით. ამ ბნელი და ლუზერი, წარსულში ჩარჩენილი ბოროტი კრიმინალების ოცნება კი მხოლოდ სახელმწიფოს დასუსტებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, ადამიანის უფლებებით მანიპულირებაზე გადის და უკვე მერამდენედ სრულდება კრახით“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: პუტინის ინტერესები რაც არის, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ, სანქციების პარალელურად თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ...

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა და ევროკავშირმა სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.ქადაგიძის განცხადებით, პუტინის ინტერესები რაც არის, საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუმცა, საინტერესოა, კაია კალასმა როდიდან გაარკვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები.“პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად - თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ? რომელი უფრო დიდი ნაძირალაა - ეს ესტონელი "ჩარჩი" თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი "ენჯეოშნიცა" - ბერბოკი? - საკითხავი ეგ არის.” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები