სომხური გამოცემა Sport.Mediamax-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სომხეთის ნაკრების ორ მარცხს (0:3, 1:6) გამოეხმაურა და ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, რობერტ არზუმანიანის კომენტარი გამოაქვეყნა.
„2025 წლის ოქტომბერში ზუსტად 10 წელი შესრულდება, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
სულ რაღაც 10-12 წლის წინ ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისში იყო. მაშინ ექსპერტები ერთხმად აღიარებდნენ, რომ სომხეთის ნაკრები განვითარების მხრივ წინ იყო. ახლა კი სურათი სრულიად განსხვავებულია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში კობიაშვილის გუნდმა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ქართული ფეხბურთი მთლიანად გარდაქმნა.
დაწვრილებით დავწერე, როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს და ევრო 2024-ზე შესანიშნავად ითამაშეს. ახლა კი მსურს, ლევან კობიაშვილსა და მის გუნდს გასული ათი წლის განმავლობაში გაწეული ბრწყინვალე სამუშაო მივულოცო. საქართველოს ნაკრების წარმატება ამ ფართომასშტაბიანი ცვლილებების მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, – აცხადებს სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე.