პარასკევი, მარტი 21, 2025

სომხეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე, საქართველო 2 გოლით დაწინაურდა

სომხეთის და საქართველოს ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში, საქართველო 2 გოლით დაწინაურდა. მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. მეორე გოლის ავტორი კი გიორგი მიქაუტაძე იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, ნოვრუზ ბაირამი ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღეა

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.„გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, მივულოცავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დღეს გაზაფხულის ბუნიობას, ძველ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს. მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუკუნეებია ჩვენ ერთად მოვდივართ, ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.  მინდა, ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო ენერგიულად, სიცოცხლით სავსე იყოს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, სიხარულით განწყობილი, ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს მეტი შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და უფრო დიდი გახდება. მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული და შეგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი ოჯახები კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი და კარგი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ირაკლი კობახიძე – ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, რომელიც გვაკავშირებს ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა

ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს, ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია და მეამაყება, რომ წელს ამ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით, მეგობრობით, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, ქართველებს და აზერბაიჯანელებს. ეს არის ნამდვილად საამაყო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. ეს ისტორია გრძელდება დღესაც და ეს არის ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ნოვრუზ ბაირამი და მინდა, ყველას, თქვენს ოჯახებს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბესარიონ ხარძიანი – მამაჩემის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც ადეიშვილმა დაიბარა და ხუთი მილიონი დოლარი მოსთხოვა, ადეიშვილი იყო რეჟიმის იდეოლოგი და მათი „ტოპტვინი“

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და ქონების წართმევის შესახებ ისაუბრა.ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი დაიბარა და კუს ტბის სანაცვლოდ, ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.ამასთან, ბესარიონ ხარძიანის განცხადებით, იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაართვა სასტუმრო.„ბესო ხარძიანის ისტორია იწყება 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, იმდროინდელი გენერალური პროკურორი იბარებდა ბიზნესმენებს. ბესარიონ ხარძიანი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში, არ ვიცი, მაგრამ დაიბარეს. იქ ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი. პირდაპირ განუცხადეს – კუს ტბაზე რომ ზიხარ, უნდა გადაიხადო თანხა. მოგეხსენებათ, კუს ტბა ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის. დაუსახელა თანხა, ხუთი მილიონი დოლარი. მამაჩემმა როდესაც გაიაზრა, რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო თანხების მოძიება, რათა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებოდა. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ. მაშინ არსებობდა ასეთი კომპანია. იძულებული გახდა, კუს ტბა ჩაედო ამ კომპანიაში. თანხა ჩაარიცხინეს. ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაც თანხებზეც მიწევს საუბარი, კაცი აღარ არის ცოცხალი და სწორად გამიგეთ თქვენც და საზოგადოებამაც, უბრალოდ, ფაქტებია და უნდა ვთქვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ბესარიონ ხარძიანს მიმართა: „თანხებისა და ქონების გამო აწამეს ეს ადამიანი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თანხებზე საუბარი“.ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისი მხოლოდ ქონების გამო არ აწამეს, არამედ მათ „კარგი ადამიანები არ მოსწონდათ“.„არა მარტო, კარგი კაცები, კარგი ადამიანები არ მოსწონდათ, არ უყვარდათ მათ. რა თქმა უნდა, თუ რამე იყო კიდევ ადამიანის უკან, კარგი კაცის უკან, ისინი იმასაც ართმევდნენ. უბრალოდ, ერთო რამ დაავიწყდათ, რომ ღირსებას ვერ ართმევენ ეგეთ კაცებს. ისიც დროებითიო იყო, რაც წაართვეს, რადგან ჩვენ ის დავიბრუნეთ და, მათდა სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი წაგვართვა.  ამ თანხებიდან, ხუთი მილიონი დოლარიდან მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონის წესით აყიდვინეს წნორში გაურკვეველი ავტოფარეხი. აუქციონზე მარტო თვითონ იჯდა. დაახლოებით იგივე წლებია, შეიძლება ცოტათი უფრო ადრეც და იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაგვართვა სასტუმრო „აფხაზეთი“. ის მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს, ეკა ნონიკაშვილს ჰქონდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ესეც დაგვინგრიეს. ხელოვნებასაც ეხებოდნენ, დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს. ათი მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის ბესო ხარძიანი. ერთ-ერთი დაიჭირეს და მძევლად ჰყავდათ. დანარჩენი ცხრა, მესაკუთრეები, მოწილეები იძულებული გახდნენ, ერთ ლარად ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. მამაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა და ეცინებოდა, ჩემს შვილებს ვაჩუქებო. ასეთი წესი იყო მაშინ, მათი სტილი ეს იყო“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.ამასთან, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საუბრისას ბესარიონ ხარძიანმა აღნიშნა, რომ „ის იყო ამ რეჟიმის იდეოლოგი და მათი ტოპტვინი“.„ბიზნესზე ზეწოლა იყო მისი იდეოლოგიის ქვეშ. მან მოიფიქრა. ბესარიონ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.მისი თქმით, ბიზნესმენების დარეკეტებას პირადად ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, პირადად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს კონკრეტული ქონების დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენეს.„ჯერ ერთი, გენერალური პროკურორი რომ თავის კაბინეტში დაგიბარებს და ამას გეტყვის, იმის იქით ვინღა უნდა დაგემუქროს.  მოსატანი გაქვსო რომ გეტყვის, სხვა რა გზა იყო. ისეთ ბიზნესმენებს ირჩევდნენ, ვის უკანაც ფინანსები დგა. როდესაც ესენი ამოწურეს, ბოლოს როგორც ვიცი, მეთონეებთან, კონდიტრებთან მიდიოდნენ“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

მამაჩემს იძულებით ჩაასხეს პირში ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად გახსნილიყო ორგანიზმში. შემდეგ უკვე შეასახლეს გლდანის N8 საპყრობილეში. მამაჩემმაც გაიარა,...

ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო, - ამის შესახებ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, 2011 წლის 16 თებერვალს ბესო ხარძიანს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის N8 დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს აჩერებენ ვარაზისხევში, დაახლოებით იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. ეს 2011 წელია და ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი, მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვდით, ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა და თუ არ ვცდები სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც და მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვიძახი რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს მას და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს ეს მე არაფერს არ მომცემს, უბრალოდ ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.მამაჩემი მარტო ბრძანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და სადაც მოვყევი კონკრეტულად გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთწოდებული, მერე გავიგეთ ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება.შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად ორგანიზმში გახსნილიყო ეს ნივთიერება, გადაიყვანეს უკვე სადაც საჭირო იყო. იქ რა თქმა უნდა უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს უკვე დროებით იზოლატორში. ესე დაიწყო. შემდეგ უკვე 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა და იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ორი კვირით ყველა დამერწმუნება ვინც იცის და ვინც იქ ნამყოფია ძალიან დიდი დრო არის. ორი კვირა გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო. რომ ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რა ხდებოდა რომ აღეწერა, ვთხოვე, რომ არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში და მე და ის ვსაუბრობდით ცალკე, სახლში მოვიდა ჩვენთან და გაგვცენო უბრალოდ. ამაზე პასუხი იყო რომ ღამის სამ საათზე მამაშენს როდესაც ეძინა შემოვარდებოდნენ - „ხარძიანი რა გაყვირებს?“, ამ დროს ეძინა მამაშენსო, გაჰყავდათო და მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი“, - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

თეა წულუკიანი – ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! – ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა,...

ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა! - ეს განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა.მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს იხილავენ. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენს.ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბოლო სიახლეები