ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას მიმართა – ტელევიზორში რომ დავინახე, რა უბედურება ტრიალებდა, გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველ კადრებს ატრიალებენო

მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი და გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით.

მანამდე სოზარ სუბარმა გახარიას ჰკითხა, ახსოვდა თუ არა, ბრძანებებს საიდანაც გასცემდა, იმ ოთახში ვინ იყვნენ მასთან ერთად და იყო თუ არა მასთან ლომჯარია, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ არ ახსოვს.

„სერიოზული ამნეზია დაგმართნიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვთ, და თუ არ აქვთ, მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ აქციის დაშლა როდესაც გადაწყვიტეთ, მე პირადად გითხარით, გიორგი, ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, სრულიად საკმარისი ძალა არის, რათა გაზით, წყლის ჭავლით დავშალოთ, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, რეზინის ტყვიები არ გავარდეს-მეთქი. თქვენ დაშლის ბრძანება გაეცით. კი არ გითქვამთ, რომ რეზინის ტყვია გავარდეს, უბრალოდ, საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტული. რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, როგორც ჩანს, ავტომატურად იგულისხმებოდა ესეც, ასე იქნებოდით შეთანხმებული. იმ ოთახიდან, ზემოდან კარგად არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, შემოვედი და გითხარით, გააჩერეთ რეზინის ტყვიების სროლა, რაზეც თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო“, – მიმართა სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა მოხდა შარდენის 10 ნომერში – ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი, გამთენიისას სპეცოპერაციის ეპიცენტრი გახდა. გასართობი ობიექტიდან სამართალდამცველებმა 6 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს.სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ.„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს ღამის კლუბის მეპატრონე, თეკლე ახალაძე ხელმძღვანელობდა. ის რუსეთის მოქალაქეა. 30 წლის ქალი პერსონალთან ერთად მოქმედებდა. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.გეგმის სისრულეში მოყვანა 6 კაციანმა ჯგუფმა ვერ მოასწრო. ირკვევა რომ კლუბში მისული სტუმრები, არარეალურად გაზრდილი თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, თაღლითურ სქემას, 10-მდე დაზარალებული ჰყავს. ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. .ღამის კლუბის მეპატრონე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.შარდენის 10 ნომერში, ამ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ისტორიაში პირველად, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს 🇬🇪

ჩემპიონთა ლიგის 1/4- ფინალის განმეორებით მატჩში „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილამ“ და „პსჟ“ 3:2 დაამარცხა. თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.პირველ შეხვედრაში პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა.ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა დაცვაში ბევრი იმუშავა.გამოცემა Sofascore-ი ქართველი ვინგერის თამაშს 6,6 ქულით აფასებს.

ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხს მხარს არ დაუჭერს

რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ არ მისცემს ხმას მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელებას.„ამჟამად ჩვენი სამხედროები, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას ოკუპანტებისგან, ყველაზე ნაკლებად არიან დაცული ამავე ქვეყნის მიერ. ფაქტობრივად, ისინი მონობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა გონჩარენკომ.მეორე მიზეზი, რის გამოც გონჩარენკოს თქმით, არ აპირებს, რომ ხმა მისცეს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას, არის ის, რომ ადამიანებს კვლავ იჭერენ ქუჩაში და ახდენენ მათ მობილიზაციას.გონჩარენკოს განცხადებას უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადაში კენჭისყრის დროს „პუტინის კასტინგი“ ჩატარდება.„პუტინის კასტინგის საბოლოო შედეგები რადაში უკვე ხვალ იქნება ნაჩვენები, მათ შორის, ვინც საომარი მდგომარეობის გაგრძელების წინააღმდეგ მისცემს ხმას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტები ითვალისწინებს უკრაინაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას კიდევ 90 დღით. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება მე-15 კენჭისყრა საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გასაგრძელებლად.

ანა ბუჩუკური: ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას “გასაშავებლად”,მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში,...

"ეს ხდება მარტივი მიზეზით - ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ოპოზიციაში მხოლოდ გახარიას აქვს "წვდომა" ოცნების ამომრჩეველზე... ოცნებამ ეს კომისია რომ სერიოზულად წააგო, მინიმუმ იმით დასტურდება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ამ დრომდე 6 საათიანი პროცესიდან ვერაფერი, ვიმეორებ ვერაფერი გამოიყენა სათავისოდ. მაგრამ (!), ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას "გასაშავებლად", ასეთი მონდომებით ნეტა ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშავებდნენ... მე ახლა სპეციალურად არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ალუდაღუდუშაურებს ოპოზიციაში მარტივად ამოიცნობს ამომრჩეველი.ძვირფასებო, როცა რაღაც თქვენ არ გამოგდით, ან არ შეგიძლიათ, კი არ უნდა გაბოროტდეთ, არამედ გააკეთოთ ის, რაც გამოგდით, ან ჯობია, არაფერი გააკეთოთ. ნუ, მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც ეცით პატივი-ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის"ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს

იაგო ხვიჩია: თუ რუსული რეჟიმი გვაქვს – როგორ აქვს „თიბისის“ მილიარდიანი მოგება, სადაც 20% ხაზარაძე/ჯაფარიძისაა? მისი ამდენი მშენებლობა რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზია რომ...

წინა არჩევნების დროს ხომ არავინ გაარჩია, საიდან მოაქვს გვარამიას ფული, ამაზე ხომ საერთოდ არავინ ლაპარაკობდა? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.„ხვიჩიას თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ასეულობით მილიონს შოულობენ და პარალელურად, პოლიტიკაში უაზროდ ხარჯავენ, ასევე ახდენენ ტელევიზიების პარალიზებას და ჟურნალისტებს პროფესიასაც ართმევენ. „ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, „ლელო“ რომ პარალელურად ასეულობით მილიონს შოულობს, „თიბისის“ რომ მილიარდ სამას მილიონიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რომ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვს აქედან, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, მისი ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ? თუ ბიძინა ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შოულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში, რომ არასდროს არაფერი გამოვიდეს, როგორ აჩერებს ტელევიზიებს და როგორ აპარალიზებს ტელევიზიებს, როგორ გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც „ტვ პირველში“ ხომ ყველა ჟურნალისტს პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები