ადვოკატი როდესაც შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, იყო კვირა დღე, ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი, არავინ მუშაობს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანთან უდესიანის მიერ გაგზავნილი ადვოკატი ციხეში შევიდა კანონის სრული დარღვევით.
„ადვოკატი ციხეში შეუშვეს უკანონოდ, კანონის დარღვევით და ხარძიანს გადასცა რაღაც დანაბარები, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს. კიდევ ვიმეორებ, ბზობის დღესასწაულზე, როგორც წესი, ადვოკატებს მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ და ციხეში არ შედიან, თუ, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ ეხება. მართალია, ჩვენ ვიცით, რომ ხარძიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ადვოკატისთვის ეს ცნობილი არ იყო, როგორც თავად ამბობს. ეს მართლა საოცრებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.