ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

სოზარ სუბარი: ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ვერ გავხდებით ვერავის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში

ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს იმისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, დასავლეთის მოკავშირეა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყანა სხვის ხელში იარაღად არ იქცევა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დასავლეთთან კარგი ურთიერთობების გარდა, მნიშვნელოვანია მყარი ურთიერთობები აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც.

„როცა საუბარია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ამბობენ, რომ საქართველომ უნდა გაატაროს გარკვეული რეფორმები და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. ეს სტანდარტები არის ქვეყანაში დემოკრატიის დონე და ადამიანის უფლებების დაცვა, რაშიც ჩვენ არათუ ვინმეს ჩამოვრჩებით, პირიქით მოწინავეები ვართ და არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტიც გვაქვს დამკვიდრებული.

ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვერ გამოვაყენებინებთ ჩვენს თავს ვერავის და არ დავღუპავთ ჩვენს ქვეყანას. როცა ისინი ამას გაისიგრძეგანებენ, მაშინ იძულებულები იქნებიან ნაბიჯი გადმოდგან ჩვენკენ. ჩვენ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯებისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ არ ვართ მზად და არც არასდროს არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს განადგურებისკენ წაიყვანს.

მიუხედავად საგარეო ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით აგენტოკრატიის მავნებლობებისა, წინა თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 13% იყო. იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით იგივე დონის ზრდა გაგრძელდება წლის ბოლომდე. მომდევნო წლების პროგნოზიც ძალიან მაღალ ზრდას აჩვენებს. მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზები ორნიშნა ზრდას არასდროს ვარაუდობენ, მაგრამ მათი ვარაუდითაც გაისად საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.

საქართველოსთვის აუცილებელია მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვქონდეს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც. აღმოსავლეთით მდებარეობს ჩვენი მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც უზარმაზარი ბაზარი და ნედლეულის ამოუწურავი წყაროა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. კიდევ უფრო აღმოსავლეთით კი მდებარეობს ჩინეთი, რომელთანაც ახლახან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და რომელთანაც ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონში სტაბილური ვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით, ძმობით, სიყვარულით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოძმეებთან, აფხაზებთან, ოსებთან თუ იქ მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ექიმი: გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ჩაუტარდა კვლევები – კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. როგორც კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ  განუცხადა,  გიორგი გახარიას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. „მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.   შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თეთრი სახლი – პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს

პატიმრების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში აშშ კუბას ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღებს. განცხადება აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. ამის შემდეგ კუბაში განაცხადეს, რომ ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 553 პატიმარს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იყვნენ დაკავებული. კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა განაცხადა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არის ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“. კუბა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში დონალდ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, 2021 წელს დააბრუნა, რითიც აკრძალა აშშ-ის ეკონომიკური დახმარება და ქვეყანაში იარაღის ექსპორტი. ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასა და ირანთან ერთად არის აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ ისინი მიჩნეული არიან ქვეყნებად, რომლებმაც „არაერთხელ გაუწიეს მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“.

ბოლო სიახლეები