0 0
Read Time:41 Second

ეს ყველაფერი თამაშია. კარგად ხედავს ყველა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ გამარჯვების იმედი არ არსებობს და ახლა ცდილობენ მათი უცხოელი პატრონები, რომ ახალი ალტერნატიული, პარალელური ძალა შეიქმნას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას.

„ამ თამაშს, ამ გაერთიანებებს არანაირი მომავალი არ აქვს, რადგან ძალიან მეეჭვება მსგავსი გაერთიანება შედგეს, ან მათ რაიმე შედეგს მიაღწიონ. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს სალომე ზურაბიშვილზე დამოკიდებული არ არის, არამედ დამოკიდებულია იმაზე, რას უბრძანებენ მისი პატრონები. ისინი კი მოიქცევიან იმის მიხედვით თუ რას შეატყობენ – სააკაშვილის გამოშვება უკეთესი იქნება სიტუაციის არევისთვის და იმისთვის, რომ მეტი ხმა მიიღონ, თუ პირიქით“, – აღნიშნა სუბარმა.

„ერთობა ევროპისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კონსულტაცია გაიმართა თეონა აქუბარდიასთანაც. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს, ზურაბ ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიას პარტიის წევრთან მართავს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები