ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

სოზარ სუბარი: პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა

უმრავლესობასთან შეხვედრაზე, როცა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, წარმოვიდგინე „ქართული ოცნების“ წევრების გახარებული და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან შეკრებილი ოპოზიციის წაშლილი სახეები. პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამასთან სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ როცა პრემიერი თანამდებობიდან მიდის, ამას შეიძლება პოლიტიკური კრიზისი დავარქვათ, თუმცა მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

„ამაზე დიდ შოკს ისინი ვერ მიიღებდნენ. ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა მათთვის. ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და დიდი გამოცდილება აქვს. ირაკლი ღარიბაშვილთან ყველაზე მეტი მიკამათია და მიჩხუბია, მაგრამ ამავდროულად ვიყავით და ვართ თანამებრძოლები. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან პრინციპული ადამიანია. მას მანამდეც ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ბოლო წლებში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მართავდა თავდაცვის სამინისტროს. ესაა ის გამოცდილება რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება იმ პრინციპულობასთან ერთად, რაც მას გააჩნია“, – აღნიშნა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები