სალომე ზურაბიშვილი ძალიან მკაფიოდ ამბობდა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებდა. ბოლო დროს მისი განცხადებების ტონალობა შეიცვალა და ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, რადგან როდესაც ადამიანი სხვა ქვეყნის აგენტია, ის ასრულებს იმ სურვილებს რასაც სხვა ქვეყნიდან უბრძანებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რადგანაც გლობალურ ომის პარტიას გადაწყვეტილი აქვს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ და თავისი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ჩათვლიან, რომ მათი მიზნებისთვის უკეთესი იქნება; თუ იფიქრებენ, რომ სააკაშვილის გამოშვებით მეტ ხმებს აიღებს მათი აგენტურა, გამოაშვებინებენ, თუ ჩათვლიან, რომ უკეთესი იქნება ციხეში იჯდეს წამებულის იმიჯით და სალომე ზურაბიშვილი იქნება უკეთესი ლიდერი იმ ოპოზიციის, რომელიც მას რუსეთის რეზიდენტს უწოდებდა, მაშინ სალომეს დატოვებენ სათავეში“, – აღნიშნა სუბარმა.