ნორა კვიციანი ნამდვილად არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ნორა კვიციანი ნამდვილად არის რეჟიმის მსხვერპლი. ისევე როგორც ათასობით სხვა ადამიანი არა მარტო ისინი, რომლებიც ციხეებში კვდებოდნენ და წელიწადში ასეთი შემთხვევა 100, 140, 145-იც ყოფილა, არა მარტო ისინი, რომელებიც ქუჩაში დახვრიტეს, ან საკუთრება წაართვეს და ზოგიერთი ინფარქტით, ინსულტით ან რაიმე სხვა დაავადებით გარდაიცვალა, არამედ ადამიანები, რომლებიც დაავადდნენ და წლების შემდეგ ვეღარ შეძლეს თავისი ჯანმრთელობის გამოსწორება. კობა დავითაშვილი და ნორა კვიციანი არიან ამის მკაფიო მაგალითები, ისევე როგორც სულხან მოლაშვილი“, – განაცხადა სუბარმა.