სააკაშვილის მდგომარეობა რომ უარესდება, ამას ჩვენ ვისმენთ შიმშილობის თუ „ფეიკ“ შიმშილობის დაწყების პირველივე დღიდანვე, რომ ყოველი დღე არის უკანასკნელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ნაცმოძრაობის“ მოთხოვნის შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
„სად იქნება გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის სამინისტრო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე. თუ შიმშილობს იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ, რასაც ოპოზიცია ითხოვს და მისგან არ გვსმენია, ესაა შეუძლებელი, რადგან მას აქვს მისჯილი ორ საქმეზე და მისი გათავისუფლების არანაირი ბერკეტი არ არსებობს.