ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

სოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს

მიხეილ სააკაშვილი ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულ ვნებებს დაიკმაყოფილებს – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და მოიხდის სასჯელს, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი.

„მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე გაიაზრა, რომ მისი ადგილი აღარ არის არც უკრაინაში, ახლა ეძებს არენას, სადაც თავის ტაკიმასხარულვნებებს დაიკმაყოფილებს. როგორც პოლიტიკოსი, აღარ არის, ახლა ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია, იტინგიცოს. მას არ აქვს ადგილი, სადაც შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს. უსამშობლოს როცა ვამბობ, მის პირად სიტყვებს ვიხსენებ და არაერთხელ უთქვამს, რომ სიტყვა სამშობლო, ზოგადად, არ არის სწორი. არის ქვეყანა, სადაც ის კარგად იქნება და იქნება ძალაუფლებით. სამშობლო მისთვის არ არსებობს. მას ეს ხშირად უთქვამს.

დღევანდელი მისი გამოხდომა იმის გამოხატულებაა, რომ უკრაინა იყო მისი სამშობლო, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი. ახლა შეეგუა, როგორც ჩანს უკრაინიდანაც გამოუშვეს. შესაბამისად, ეძებს ახალ ადგილს.

ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ აპირებდა ჩამოსვლას. მისი მხრიდან ესეც ისეთივე ცრუ დაპირებაა, თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ ის აუცილებლად ჩამოვა, წარდგება არა მხოლოდ სასამართლოების წინაშე, არამედ მოიხდის იმ სასჯელსაც, რომელზეც უკვე აქვს განაჩენი გამოტანილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეცვალოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ყვება რუსკა მაყაშვილი-“არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა

"არასოდეს, არც ერთი წამით არ მქონდა დაშვებული ჩემს ტვინში, რომ ოჯახი დამენგრეოდა. არის რაღაცები, რაც თავისთავად დაშვებულია, რომ, აი, ოდესღაც გარდავიცვლებით... მაგრამ ცხოვრების ეს ნაწილი, ოჯახის შექმნა, ჩემი გეგმის ნაწილი იყო და ეს გეგმა რომ ჩამოვწერე, 18 წლის ვიყავი. 29 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. გათხოვების შემდეგ ერთი კვირის მანძილზე თამარაშვილზე, ჩემს სახლში დავდიოდი, რადგან, ზოგადად, მიჭირს სიახლეების მიღება. განქორწინების გადახარშვაც ძალიან რთული იყო. ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული, იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ამ ყველაფერზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ.ილია არის 8 წლის, კატო 4 - წლის. ილია არის გენიალური ადამიანი. კატოზე რომ ვიყავი ორსულად, რაღაცნაირი პროტესტი მქონდა მუცელში, მე ისე მიყვარს ილია, ვინ უნდა გაჩნდეს, მასზე მეტად რომ შემიყვარდეს-მეთქი. ძალიან მიყვარს კატო და ილია.სხვამ ვინ? ისევ მე უნდა შემოვუძახო საკუთარ თავს - "ადექი, დროა!" და ასეც ვიქცევი, მაგრამ ზოგჯერ შესვენების პერიოდებიც მაქვს. მაგალითად, ჩემ მიმართ იმხელა "ჰეითი", სიძულვილის ტალღა იყო, რასაც მიჩვეული არ ვიყავი, "იმედში" მუშაობის გამო. სადაც უნდა ვწოლილიყავი და რაც უნდა მეკეთებინა, არასდროს მიგრძნია მანამდე ეს ყველაფერი. ბოლოს ვთქვი, ხალხოო, ჩამოყალიბდით, "ნაცი" ვარ თუ "ქოცი" და მერე მეც გამაგებინეთ-მეთქი. ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახის ამბებიც და ცოტა ხანს ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.მოვიკითხავ სანდროს, ჩემი მეგობარია აწი უკვე", - ამბობს რუსკა მაყაშვილი ვიკა ბუკიას პოდკასტში.

ირაკლი გოგავა – ბიპოლარული სამყარო დაიშალა, შეერთებული შტატების ჰეგემონია დასრულებულია, ბევრ ორგანიზაციაში ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული

დაიშალა ბიპოლარული სამყარო, შეერთებული შტატების ჰეგემონია ასევე დასრულებულია და ცენტრიდანული აჩქარება არის დაწყებული ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, გაერო-ში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, ეკონომიკურ განზომილებაში ლიბერალური დღის წესრიგი სრულდება.„აგერ, ტრამპი გავიდა გაერო-ს მთელი რიგი შვილობილი ორგანიზაციებიდან, ევროკავშირში დაწყებულია ცენტრიდანული აჩქარება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმება განიცდის სერიოზულ კრიზისს. ლიბერალური დღის წესრიგი, მათ შორის, ეკონომიკურ განზომილებაში სრულდება, პოლიტიკური დღის წესრიგი სრულიად განულებულია და დღეს მიმდინარეობს ახალი წესრიგისკენ სვლა. სამწუხაროდ, ეს სვლა არის კონფლიქტებით დახუნძლული და იქნება კონფლიქტებით დახუნძლული”, – განაცხადა გოგავამ.მისი თქმით, ჩვენი, საქართველოს მთავარი ამოცანაა, ამ კონფლიქტებში რომელიმე ბანაკის მხარეს არ აღმოვჩნდეთ.„გავილახებით ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, როგორც ადრე დაყოფილა და როგორც ადრე თავს მოგვახვიეს ეს სცენარი“, – განაცხადა გოგავამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი შეიძლება, აღმოჩნდეს ახალი დღის წესრიგი ზოგადად, ირაკლი გოგავამ აღნიშნა, რომ არის რამდენიმე მოდელი, რომელზეც საუბრობენ.„ერთი ეს არის სამპოლუსიანი მოდელი, მეორე ეს არის ოთხპოლუსიანი მოდელი. სავარაუდოდ, იქნება 3+1, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ამ ოთხ პოლუსზე გადალაგდება“, – განაცხადა გოგავამ.

რა ვითარებაა რიკოთზე – ვრცელდება უახლესი ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (აგარების სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

დონალდ ტუსკი – დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია, ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ

ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.მისივე თქმით, დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია.„დათმობა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ შეუძლია, თავს სისუსტის უფლება მისცეს, არც მტრების და არც მოკავშირეების წინააღმდეგ. დათმობა არანაირ შედეგს არ მოიტანს, მხოლოდ დამცირებას. ევროპული გადამწყვეტობა და თავდაჯერებულობა მომენტის აუცილებლობად იქცა“, – წერს ტუსკი. 

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.

“ ასეთი თიფი კი არა, საჩუქარი არ მიმიღია ცხოვრებაში”-სოციალურ შემოქმედებითმა ვიდეოპროექტმა HungryManTV კიდევ ერთი ადამიანი გააბედნიერა.HungryManTV (განსაკუთრებით ცნობილი ქართულად „Hungryman – ჰანგრიმენი“) არის პოპულარული YouTube და სოციალური მედიის არხი, რომლის მთავარი მიზანია გასართობი და სოციალურად სტიმულირuvchi ვიდეოების შექმნა სხვადასხვა челენჯებით, გამოწვევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებიც ყოველდღიურ ადამიანებთან და თემებთან მუშაობენ.ამჯერად, ჰანგრიმენი-მ Glovo კურიერი ბიჭი, რომელიც ველოსიპედით მუშაობდა, მოულოდნელად სკუტერით დაასაჩუქრა, როგორც ხელშეწყობის და მხარდაჭერის სიმბოლო — ვიდეოში ჩანს კურიერის განცდა და რეაქცია, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელში და იწვევს პოზიტიურ გამოხმაურებებს.

ბოლო სიახლეები