ორშაბათი, ივნისი 16, 2025

სოზარ სუბარი – ერთი გაებედა ვინმეს და გაეკეთებინა ისეთი განცხადებები, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები, პასუხს მოსთხოვდნენ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან

პერ ეკლუნდი, თუ სწორად მახსოვს, 2009 წელს იყო ევროკავშირის ელჩი, რომელიც შემდეგ გახდა NDI-ს დირექტორი. საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა NDI-ს დირექტორის რანგში და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, ერთი გაებედა ვინმეს და ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები, პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს.

„2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირმა დაიქირავა ესტონეთის ყოფილი ელჩი, ჩამოიყვანა საქართველოში. მას უთხრეს, ეგეთი სტატუსი მისცეს, რომ ის არის სახალხო დამცველის მრჩეველი და თვითონ ეს კაცი კვდებოდა სიცილით, რომ მე ერთადერთი ფუნქცია მაქვს, რომ მე ვარ სახალხო დამცველის დამცველი. პერ ეკლუნდმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენს ოფისში ზის იმიტომ, რომ სპეცრაზმით არ შემოვარდეს სააკაშვილიო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ერთი გაებედა ვინმეს და იმავე ტიპის განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები. მათ პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს. ამიტომაც, პირად საუბარში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ მსგავს რამეს ხმამაღლა არ ამბობდნენ. ვერ ბედავდა ვერავინ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანი ამ ომს ვერ მოიგებს

ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

„ბიბისი“ – ირანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ იცის, რამდენი ადამიანია დაღუპული ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის შედეგად

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაბომბვის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო ეთერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაითიშა.ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეკრანზე გამოსახულია ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ არხის ყველა პროგრამა „განახლდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე”.როგორც მაუწყებელში განმარტავენ, ისრაელი ცდილობდა თავდასხმით ჭეშმარიტების ხმის ჩახშობას.ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა თავდასხმის შემდეგ. ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმის შედეგად.

აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად

დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.„შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ისრაელმა თეირანში მდებარე ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა

ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც თავდასხმის მომენტია ნაჩვენები.ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა შეტევამ შეაფერხა მაუწყებლობა. კადრში ჩანს, რომ დარტყმის შემდეგ წამყვანს პირდაპირ ეთერში მოუწია სტუდიის დატოვება.ამასთან, მედიაში ვრცელდება მასალები, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ტელევიზიის შენობა.მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ მოუწოდეს იმ რაიონის მოსახლეობას, სადაც სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა მდებარეობს.

ალექსანდრე ტაბატაძე – საოკუპაციო ხაზს როცა ეხება საქმე, ყველა ეტაპი უნდა შეთანხმდეს, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული და ცუდი შედეგი მივიღეთ

2019 წელს ვიყავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით მსჯელობა როდესაც მიმდინარეობდა, ასე თუ ისე, ვიცოდი ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს იყო პროკურატურაში ჩემი დაბარების მიზეზი და მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას როგორც საოკუპაციო ხაზზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.„აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ძალიან ბევრი ფორმატი. იცით, როდესაც ხდება ადამიანების მოტაცება, მათ ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისინი მონაწილეობას იღებენ ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო ფორმატში, სადაც მუდმივად ახსენებენ ანგარიშს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, რომელი დეპარტამენტიც განსაზღვრავს საოკუპაციო მიმართულებაზე არსებულ მდგომარეობას, ის უზრუნველყოფილია სხვა დანაყოფების მხრიდან შესაბამისი ინფორმაციებით. ამიტომ, თავიდან ბოლომდე უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი არის სუს-ი. რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის შსს, რომელსაც საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ჰყავს გდდ-ს თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ როგორც მოძრავი სახით პატრულირებას, ასევე საგუშაგოებს. მანამდეც მოხდა ასეთი შეთანხმება. რა თქმა უნდა, იქაც იყო წინააღმდეგობები, ამას არ ეთანხმებოდა სეპარატისტული ხელისუფლება, არ ეთანხმებოდა რუსეთის მხარე, მაგრამ ჩვენ შევძელით, რადგან ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ქართული მხარის, ისე ოსური, სიმშვიდის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო კოორდინაცია ყველა ამ სამსახურთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპის განხორციელების შემდეგ, ჩვენს მიზანს მივაღწევდით. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო, მოხდა ნაუცბათევად. სუს-ი არ ეთანხმებოდა, არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. 100 ჰექტარი ტყე არის – მილიონი კვადრატული მეტრი, ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დავდგით ერთი საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა ხუთი საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი. ეს მივიღეთ და ეს რეალობა გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ იყო გარკვეული ეტაპები. შეთანხმებული იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო. მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და საგუშაგოს როლი საოკუპაციო ხაზთან, მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. ეს სხვა მიმართულებაა და პატრულირება – სხვა. ყველა ეტაპი, როდესაც საქმე ეხება საოკუპაციო ხაზს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იქნას შეთანხმებული, შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და შესაბამისად განხორციელებული. მე გავიგე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა უფროსთან შეკრებები, ვნახეთ, რომ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ასე შემდეგ. ამის მერე უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. ეს იყო რეალური ინფორმაცია. მე არ მქონდა ბახტაძესთან წვდომა, ვახტანგ გომელაურმაც მოგახსენათ, რომ ყველა საჯარო პირი, ვისაც უნდა სცდონოდა აღნიშნული ინფორმაცია, იყო ინფორმირებული. ჯერჯერობით ვითარების შეცვლა ვერ მოხერხდა. ფაქტობრივი, რეალური მოცემულობაა, რომ იქ ვეღარ შედის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქამდე შედიოდა, გარკვეული საძოვრები იყო, ტყით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, უკვე საოკუპაციო ხაზი გადმოწეულია. უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება, ეს რუკაზე ვიხილოთ, ზუსტად ნახავთ, რა მდგომარეობა იყო“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.კითხვაზე, შეიკრიბა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა. „რაც საჭიროა, ის გაკეთდა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ავიცილეთ საშიშროება, არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.კიდევ ერთ კითხვაზე, „რატომ დანიშნეთ პრემიერად ორ კვირაში ადამიანი, ვინც ცეცხლის გახსნის საფრთხე შექმნა?“, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა:„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთსაც გეტყვით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2022 წლიდან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს ყველა გონივრულ რეკომენდაციაში, რომელსაც გვაძლევდნენ. ამის მეტს აღარ გავაგრძელებ“.მედიის წარმომადგენლებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ჰკითხეს: „ოსები როდესაც ხაზებს ავლებდნენ, ხელისუფლება მუდამ ამბობდა, ოკუპანტები ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუყვებიანო. ჩორჩანას ტყე, რასაც გახარიას ედავებით, ამ ადმინისტრაციული საზღვრის ნაწილია?“, რაზეც ტაბატაძემ უპასუხა, რომ, პრაქტიკულად, ეს არის ახალი დაკარგული ტერიტორია.საქართველოს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებმა ალექსანდრე ტაბატაძეს ასევე ჰკითხეს, „ჩორჩანას საგუშაგო რომ არ ჩადგმულიყო, ოსები და რუსები საზღვრებს არ გაავლებდნენ?“, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა:„ასეთი მოცემულობა იყო. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ერთი საგუშაგოს ნაცვლად იქ მივიღეთ ხუთი საგუშაგო, ტყეში ოთხი საავტომობილო გზა გაჭრილი და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის სამწუხარო ამბავი. ამ რეალობას ვერ გავექცევით. ვწუხვართ და ზუსტად ამაზე გვქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის, რისი შენარჩუნებაც შეგვეძლო“.სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში 14 ივნისს გამოკითხვაზე იმყოფებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ამავე საკითხთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში ასევე დაბარებულია კახი კახიშვილი, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო სიახლეები