ჩვენ გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, რომელმაც პარტიების გადაწყვეტილებას – არ შესულიყვნენ პარლამენტში და მოთხოვნას შეგვეწყვიტა მათთვის მანდატები, უწოდა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„დემოკრატიის ძირის გამოთხრა ვერ შედგა. ეს ვერ შეძლეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები და საბოტაჟს არ დავუშვებდით. დღეს ეს პარტიები არიან პარლამენტში. ისინი მონაწილეობენ საპარლამენტო დებატებში და საპარლამენტო ცხოვრებაშიც. დაფინანსების მიღმა დარჩენა დღეს არ ემუქრება არცერთ პარტიას, რადგან ყველა შემოსულია პარლამენტში, ერთი კონკრეტული პარტიის გარდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.