დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე არჩეული იქნება თავმჯდომარედ. ვაგრძელებთ ახალ რეალობაში ცხოვრებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო.
„დღეს, მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე იყო ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნებს ხელმძღვანელობდა. პრაქტიკულად, მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ყველა არჩევნები და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ყველა არჩევნები იყო ევროპული, კარგად ორგანიზებული და არ დატოვა სათქმელი, გარდა იმ დაინტერესებული პირებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც მოიგონონ და ვერ იგონებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.