სამშაბათი, მარტი 17, 2026

სოზარ სუბარი: არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ დაიწყო ისეთივე ორკესტრირებული შეტევა, რაც ამერიკულ კანონ FARA-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით იყო

“იმედები კიდევ უფრო შემცირდა, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობები წამოვიდა. ამით, საერთოდ გაუქრათ იმედი, რომ არჩევნებში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიონ, ამიტომ, ერთი წლის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნებისა და ელექტრონული სისტემის წინასწარი დისკრედიტაცია დაიწყეს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ელექტრონულ საარჩევნო სისტემას ზუსტად იგივე მეთოდებით გამოუცხადა ბრძოლა, როგორც ეს FARA-ს შემთხვევაში გააკეთა.

“ბოლო დროს ძალიან გახშირდა და გამძაფრდა თავდასხმები უკვე მომავალ წელს ჩასატარებელ არჩევნებზე. წინასწარ ცდილობენ არჩევნების დელეგიტიმაციას და დისკრედიტაციას, გახშირდა თავდასხმები საარჩევნო სისტემაზე. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას გადაეწურა იმედი, რომ საქართველოში მათ რევოლუციურ და გადატრიალების გეგმებს რაიმე მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. მათი იმედები კიდევ უფრო შემცირდა, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობები წამოვიდა. ამით, საერთოდ გაუქრათ იმედი, რომ არჩევნებში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიონ, ამიტომ, ერთი წლის შემდეგ ჩასატარებელი არჩევნებისა და ელექტრონული სისტემის წინასწარი დისკრედიტაცია დაიწყეს. პირველი ვიოლინო ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის ბელადი, სააკაშვილი გახდა, რომელმაც თქვა: „სისტემა რომელიც დღესაა მიღებული, თავიდან ბოლომდე გაყალბებაზეა აგებული. ეს არის დაახლოებით ის, რაც პუტინმა რუსეთში შემოიღო.“.

ამ შემთხვევაში, ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე, რაც ამერიკულ კანონ FARA-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით იყო, როდესაც ამერიკული კანონი რუსულად გამოაცხადეს. თვითონ აპარატურა, რითაც არჩევნებში ხმის მიცემა ხდება, 100 %-ით ამერიკულია; პროგრამა, რომელიც დაიწერა, წამყვანი ამერიკული კომპანიების მიერ არის დაწერილი; აუდიტი ახლახან დასრულდა, რომელიც ჩაატარა იმ ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც მსოფლიოში ელექტრონული არჩევნების 80%-ის აუდიტს ახორციელებს; ამ კომპანიამ თქვა, რომ, გაყალბების შანსი თითქმის ნულის ტოლია; გასულ არჩევნებში, რაც ამ ახალი სისტემით ჩატარდა, განსხვავება ელექტრონულ ხმის მიცემასა და ხელით გადათვლას შორის იყო 0,013%-ის ტოლი. ორი მილიონი ამომრჩეველი რომ მოვიდეს არჩევნებზე, ეს არის იქიდან დაახლოებით 260 ადამიანი, რაც მინიმუმის მინიმუმია და ამის გასწორებაც შესაძლებელია, როგორიც კი ხელით გადათვლა დაიწყება. ვიცით, რომ საბოლოო შედეგი მხოლოდ ხელით დათვლის შემდეგ იქნება დადასტურებული. ამასთან დაიწყო ბრძოლა რადიკალურმა ოპოზიციამ, რადგან იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები