ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე

მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას.

„ეს აგენტურული ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ახლაც ატყუებს თავის ამომრჩეველს და როგორც ყოველთვის, ახლაც ბოლოს უკან წაიღებენ თავის სიტყვას. რით და რატომ გაამართლებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ 1 თვე დარჩა, როცა მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული იყავით, რომ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, შემოვლენ საქართველოს პარლამენტში. რას დააბრალებენ ამას – ამომრჩევლის მოთხოვნას, გარედან ზეწოლას, რომ თითქოს, კომისიაზე მოსვლამ ახალი სარკმელი გახსნა, მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ცუდი და ქვეყნისთვის კარგი ის არის, რომ გამოჩნდება, რომ მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა ამდენი ტყუილისა და იმედგაცრუების ფონზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საჯაროდ არაერთი უარყოფის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა ფარული მზადება უკვე დაიწყეს – ხაზარაძის „ლელო“ რეგიონებში პარტიულ შეკრებებს სხვადასხვა მიზეზით მართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ბევრ საკითხში არის პოზიციების თანხვედრა, ვფიქრობ, თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ძირითად პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ აშშ-თან ურთიერთობები სასურველ ნიშნულზე არ იყო, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ეს ვითარება შეიცვალოს, გამოსწორდეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ, როგორც საქართველო, ისე აშშ-ი პრაგმატულად დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები იყოს უფრო მეტად მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი.„ჩვენ ზუსტად ამაზე გვქონდა აქცენტი. დიალოგი ამ თემის გარშემო მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან, რომ თანამშრომლობა გავხადოთ უფრო მეტად ურთიერთხელსაყრელი და ეს რაციონალური და პრაგმატული მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია ახალი ადმინისტრაციისთვის. აშშ-ში ჩვენი ვიზიტი ძირითადად იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ეკონომიკური ბლოკი ვიყავით წარმოდგენილი. ეროვნულ ბანკთან ერთად გვქონდა პარტნიორებთან საინტერესო შეხვედრები. ეს არის საგაზაფხულო სესიები, როგორც წლიური შეხვედრები, რომლებიც ყოველთვის საინტერესოა, რადგან ჩვენ ვიგებთ მიმდინარე წლის ძირითად ტენდენციებს, რაც საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ხდება. ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე შეგვიძლია, მივიღოთ მეტი ინფორმაცია. მათ მიიღონ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია, უმაღლესმა გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა, რათა ეს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი.ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური დინამიკა ეკონომიკაში შევინარჩუნოთ, დაფინანსების მუდმივი და პროგნოზირებადი წყაროები საქართველოს გააჩნდეს საინტერესო პრიორიტეტული პროექტებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდა მთელი კვირის განმავლობაში. ჩვენ როდესაც ვიზიტი გვაქვს აშშ-ში და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი, აუცილებელია ორმხრივი შეხვედრები და ორმხრივი შეხვედრები გვქონდა ასევე ეკონომიკურ ბლოკთან. გვქონდა ვაჭრობის სამინისტროში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, ფინანსთა სამინისტროში. ასევე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ეს დიალოგი არის ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ საკითხში ახალ ადმინისტრაციასთან არის პოზიციების თანხვედრა და ვფიქრობ, ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პერსპექტივა. მე ამის იმედი მაქვს. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ ინიციატივებზე, რომელიც უნდა იყოს ურთიერთხელსაყრელი და ზუსტად ამაზე კეთდება აქცენტი, რომ ჩვენ გვექნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლება გატეხა და ახლა კიევს აშშ-ის სამხედრო დახმარებისთვის გადახდა წიაღისეულით მოუწევს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებას აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის ეროვნული სიმდიდრეებით გადახდა მოუწევს.მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე კიევის „გატეხვა“ შეძლო.„ტრამპმა გატეხა კიევის რეჟიმი, რომ ამერიკული დახმარებისთვის წიაღისეული რესურსებით გადაიხადოს. ახლა სამხედრო დახმარებისთვის მათ გადახდა გაქრობის პროცესში მყოფი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეებით მოუწევთ“, – დაწერა მედვედევმა „ტელეგრამის“ არხზე.ცნობისთვის, 30 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, რაც ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

სააკაშვილმა კოდორის ხეობა, მთლიანად აფხაზეთი და შიდა ქართლის გული – ცხინვალის რეგიონი – ჩააბარა მტერს, მისი უგუნურებით ან, დიდი შანსია, რომ შეგნებული განზრახვით, ამას...

„გუშინ საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღე იყო და მინდა მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, მათ, ვინც ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის სამშობლოსათვის ყველგან, სადაც ეს საჭირო იყო“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მისი თქმით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა, მთელი აფხაზეთი და შიდა ქართლის გული - ცხინვალის რეგიონი - ჩააბარა მტერს უგუნურებით ან სულაც შეგნებული განზრახვით, ამას კი ნათელს სწორედ კომისია მოჰფენს.„ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ოფიცრები აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში, 90-იან წლებშიც და 2008 წელსაც იცავდნენ სამშობლოს, იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები სამშობლოს გაყიდვით იყვნენ დაკავებულები.90-იან წლებში, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილი გამოცდებს აბარებდა კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, კიევში. კგბ-ს უმაღლეს სკოლას რომ წარმატებით დაამთავრებ, ბუნებრივია, რომ მათი აგენტი ხარ. ამიტომაც გაყიდეს ასე ადვილად სამშობლო და ამიტომაც ჩააბარეს ასე ადვილად მტერს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.კომისიის გუშინდელ სხდომაზე გავიხსენე სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან 2011 წელს, ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ (ანუ, არა ცხელ გულზე, არამედ - კარგა ხნის შემდეგ), ჟურნალ The Independent-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ იმ ტერიტორიას, რომელიც დავკარგეთ, ნულოვანი ფასი აქვს და ეს არის ქვების გროვა, რომელიც ერთადერთი რამისთვის თუ გამოდგება, რომ ამ ტერიტორიიდან რუსეთმა დანარჩენ საქართველოს შეუტიოს... გუშინაც ვთქვი, ჰკითხოს, ერთი, გენო პეტრიაშვილს, ჩვენს გმირ ოლიმპიელს და ჩვენს კოლეგას პარლამენტში, რომელიც იმ რეგიონიდან არის - მისთვისაც ქვების გროვაა ეს ტერიტორია თუ მისი სულისა და გულის ნაწილია? და თითოეული ჩვენგანისთვისაც ასეა. კოდორის ხეობა, აფხაზეთი მთლიანად, შიდა ქართლის ეს გული, სადაც საქართველოს ისტორია იჭედებოდა ყოველთვის - აი, ეს ტერიტორიები ჩააბარა სააკაშვილმა მტერს, მისი, სულ ცოტა, უგუნურებით და დიდი შანსია, რომ არა მხოლოდ უგუნურებით, არამედ, შეგნებული განზრახვით. ამას კი, გარკვეულწილად მაინც, ნათელს მოჰფენს კომისია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ირაკლი კობახიძე – მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის მაჩვენებელია 9,3%, პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრის და თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ვერ შევინარჩუნებდით ვერც სტაბილურობას და ვერ ეკონომიკური ზრდის მაღალ მონაცემებს

ეკონომიკურ გუნდთან ერთად ყველაფერზე პასუხისმგებლობა მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება.„გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის ასეთი მონაცემები. ბატონ ვახტანგს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე, ეკონომიკურ გუნდს დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები