სამშაბათი, მარტი 4, 2025

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში მოქმედი აგენტოკრატია, მათი „ენჯეო“ სექტორი და მედიის წარმომადგენლები ტერმინ „სამშობლოს“ ებრძოდნენ და ცდილობდნენ მის ამოღებას როგორც საკანონმდებლო ტერმინოლოგიის, ისე ლიტერატურული თუ ყოფითი ენიდან.

„ეს იყო მათი პოლიტიკისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებების გამომხატველი, რადგან საქართველოს ისინი არ მიიჩნევდნენ თავის სამშობლოდ“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური აგენტოკრატიისთვის საქართველო წარმოადგენდა ადგილს, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები.

სოზარ სუბარის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ტერმინ “სამშობლოს” და სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება. მისი თქმით, მომავალი თაობის აღზრდისას უნდა დაბრუნდეს ცნება, რომ სამშობლოს სიყვარულსა და სამშობლოს მსახურებაზე დიდი ღირებულება არ არსებობს.

„პირველ რიგში, მივესალმები ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანას. უმრავლესობის წევრებთან ერთად „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები – ვიქტორ ჯაფარიძე, გურამ მაჭარაშვილი და მეც ვართ ამ ცვლილების ინიციატორები, თუმცა, ჩვენთან ერთად მთელი გუნდი მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას და არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სს კოდექსში. მომხსენებელმა, ბატონმა რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ეს მუხლი რაიმე კონკრეტულ სანქციას არ ითვალისწინებს. ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და სახელდება დაბრუნდეს კოდექსში. ბატონმა რატიმ [იონათამიშვილმა] ბრძანა, ნაციონალური მოძრაობა კანონმდებლობაში “სამშობლოს” ებრძოდაო და ეს მართალია, მაგრამ ეს არ ხდებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე. ბევრი სატელევიზიო ეთერი გვახსოვს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი „ენეჯეოები“ და მათივე მეხოტბე ჟურნალისტები დებატებს მართავდნენ, თუ რამდენად არასწორია ტერმინ სამშობლოს ხსენება, როგორ უნდა ეს ტერმინი გავაქროთ სალაპარაკო და ლიტერატურული ენიდან და არა მხოლოდ საკანონმდებლოდან. ეს მათი პოლიტიკის და სამყაროსადმი დამოკიდებულებების ერთგვარი გამომხატველი იყო, რადგან ისინი არ მიიჩნევდნენ საქართველოს თავიანთ სამშობლოდ. მათთვის ეს იყო ადგილი, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები, რაც ზუსტად მიესადაგება მათ არსს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი ბრუნდება, რადგან, როცა ადამიანი გარკვეული ტიპის დანაშაულს ჩადის, ხალხმა ზუსტად იცოდეს რა არის ამ დანაშაულის არსი და ვის წინააღმდეგ არის მიმართული – ეს არის დანაშაულები, რომლებიც მიმართულია სამშობლოს, მისი მომავლის, ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს.

ნაციონალურ მოძრაობას ერთგვარი იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ტერმინ სამშობლოსთან, სამშობლოს, როგორც ცნების წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტობაა, მხოლოდ შემდეგ შეგიძლია იყო რაიმე სხვა გაერთიანების პატრიოტი. ამ კუთხით, ამ ტერმინისა და მუხლის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ბოლო სიახლეები