აშშ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები ტარიფებთან დაკავშირებით, მოიტანეთ თქვენი საუკეთესო შეთავაზება ვაშინგტონში, – ამის შესახებ აშშ-ის კაბინეტის სხდომაზე აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ბესენტმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან უკავშირდებიან და გამოხატავენ კმაყოფილებას, რომ სწორედ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ პროცესში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიიღებს.
„ასე რომ, მოიტანეთ თქვენი საუკეთესო შეთავაზება“, – განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კვლავ რჩება „საუკეთესო ადგილად ინვესტიციისთვის“.