იტალიაში, 2 წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება მას შემდეგ, რაც მას ტრანსპორტირებისას დაზიანებული დონორის გული გადაუნერგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, ექვსი ექიმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
შემთხვევა დეკემბერში მოხდა. თანახმად, როდესაც დონორის ორგანო ქალაქ ბოლცანოდან ნეაპოლში გადაჰქონდათ, გული არასწორ კონტეინერში მოათავსეს, სადაც ის პირდაპირ კონტაქტში იყო მშრალ ყინულთან. ყუთს ასევე არ ჰქონდა თერმომეტრი, რის გამოც სამედიცინო ჯგუფმა ვერ შეამჩნია კრიტიკულად დაბალი ტემპერატურა.
ბავშვის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ორგანო დანიშნულების ადგილზე „ყინვისგან დამწვარი“ ჩავიდა.
ტრანსპლანტაციის შემდეგ, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და ის აპარატზეა შეერთებული.
ექიმთა სპეციალური ჯგუფი ამჟამად მსჯელობს, რამდენად შესაძლებელია განმეორებითი ოპერაციის ჩატარება, რადგან აპარატზე ხანგრძლივად ყოფნა სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების რისკს ზრდის.
ბავშვის დედამ დახმარებისთვის რომის პაპსაც მიმართა.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, ორაციო შილაჩის განცხადებით, მომხდარი დეტალურად შეისწავლიან.

