სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

Read Time:33 Second

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ნუკრიანში მცირე მეწარმეებს და ახალგაზრდა ფერმერებს
შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან საჭიროებები მოისმინა და მათ სოფლის
განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ
პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი
პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოქალაქეების
საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.
„სასიამოვნოა, რომ შეხვედრებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები.
მოქალაქეთა და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობა სოფლის განვითარებაში ძალიან
მნიშვნელოვანია.
ზოგადად, ნუკრიანს როგორც აგროტურიზმის, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა
მიმართულებით პროგრესისთვის ფართო პოტენციალი გააჩნია. სწორედ,
ადგილობრივებთან შეთანხმებით და მათი ჩართულობით განვიხილავთ ნუკრიანის
განვითარების კონცეფციას და შემდგომ ნაბიჯებს შევიმუშავებთ,“-განაცხადა მერობის
კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7%-ით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4%-ით გაიზარდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი