სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის შეფასებით, სირიისთვის სანქციების მოხსნა ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი დასაწყისია“, – წერს ასაად ალ-შიბანი სოციალურ ქსელში.
ამასთან, შიბანი მადლობას უხდის საუდის არაბეთს აშშ-ის მხრიდან სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის ხელშეწყობისთვის.
დღეს საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.