თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. ამის შესახებ 1tvწერს.
წმინდა ნაწილები სიონის ტაძარში ხვალამდე დარჩება, შემდეგ კი ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ. ქაშუეთიდან კი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ყაზბეგში წაიღებენ.
დღეს საკვირაო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ილია მერე წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები საქართველოში მარტამდე დარჩება და ყველა ეპარქიას მოივლის.