ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

სინოდალური კომისია მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩერდეს

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,  დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ. – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ა.წ. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.

სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)  კომისიის თავმჯდომარე;სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

კომისისამ განიხილა რამდენიმე საკითხი. კერძოდ: 1. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; 2. სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძის  და 3. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასი.

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება. კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, ასევე,  სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო.

კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო  სამგზის  იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად,  კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,  დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.

კომისიის წევრები:

1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)  კომისიის თავმჯდომარე

2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

3. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

4. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)

თბილისი

საქართველოს საპატრიარქო

13.02.2024

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტ GreenEngin-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის GreenEngine პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის - GreenEngine“ - განხორციელებას, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ეგიდით ფინანსდება.სამუშაო შეხვედრებში, რომელიც იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აქტიურად იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ამავე ოფისის პროექტების მენეჯერი ედუარდ დემეტრაშვილი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია.პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები, რომლებიც აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციას ეძღვნება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მდგრად სასწავლო პროცესს გულისხმობს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს. ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. ინტენსიური შეხვედრების ფორმატში ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად იმუშავეს ახალი თაობის კურიკულუმების შემუშავებაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ და ამით კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ“, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, იტალიაში გამართული ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და კულტურული აქტივობებით, რომელთა ფარგლებში სტუ-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროცესები და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.„პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. GreenEngine აკადემიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ უკვალავს გზას და ამას გარდა, მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის“, - აცხადებს, პროფესორი ბორის გითოლენდია.სტუ-ის ინფორმაციით, GreenEngine მასშტაბური კონსორციუმია, რომელშიც ერთიანდებიან პარტნიორები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უზბეკეთიდან.

კახა კალაძე – წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

საპატრიარქოს მისამართით, წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.თბილისის მერის თქმით, წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, რადგან ამ პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს.„საპატრიარქოს შესახებ მსგავსი განცხადებების გაკეთება გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული, გარედან გაცემული დავალებების შესაბამისად. წლების განმავლობაში იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარედან ჰქონდათ მიღებული დავალება, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით და მითითებით მოქმედებენ და რა ინტერესები აქვთ. დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, მე მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს.ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციამ „ქართულმა ოცნება“ წარადგინა.ცოტნე ანანიძეს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა და ფარული კენჭისყრის შედეგად მას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა.„მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს. მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის, ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი და აჭარის ტკივილიანი ისტორია, აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში. ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ამ პოზიციიდან დრომ აჩვენა, გვაძლევს შესაძლებლობას, გუნდურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ ჩვენს გონიერ, განათლებულ და კეთილგონიერ პრემიერ-მინისტრთან ერთად. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას. როგორც ჩვენმა უწმინდესმა თქვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – ყოველთვის გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა 30 მარტს დატოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

ბოლო სიახლეები