1963 წელს ვიქტორ ჰარი ფეგუერს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მაშინ ვიქტორი სულ რაღაც 28 წლის იყო.
„ერთი ზეთისხილი გთხოვთ“ – სწორედ ეს მოითხოვა მამაკაცმა სიკვდილის წინ.
არსებობს უცნაური მიზეზი, რის გამოც მან ზეთისხილი მოითხოვა.
იქამდე, განვიხილოთ, რა ჩაიდინა ვიქტორმა იმისთვის, რომ სიკვდილი მიუსაჯეს.
1960 წლის ივლისში, ვიქტორი სატელეფონო წიგნაკს ათვალიერებდა და აიოვას ყველა ექიმს განზრახ ურეკავდა. ერთ-ერთმა ექიმმა ყურმილი აიღო, ვიქტორმა კი ის მოატყუა. მან ექიმს უთხრა, რომ ქალი იყო, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე მისულ ექიმს სახლში ქალის ნაცვლად ვიქტორი დახვდა. კაცმა იგი გაიტაცა და მოკლა.
ექიმის ცხედარი მოგვიანებით სიმინდის ყანაში იპოვეს. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი დანაშაულს არ აღიარებდა, ის საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს.
რატომ აირჩია ბოლო სურვილად ვიქტორმა ზეთისხილი ?
მკვლელმა მცველებს ასეთი რამ უთხრა – ის იმედოვნებდა, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, დამარხავდნენ. მიწიდან კი ზეთისხილის ხე ამოიჭრებოდა. ხე მშვიდობის სიმბოლო იყო.
ზოგიერთ ცნობაში ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, მესაზღვრეებმა მისი პიჯაკის ჯიბეში ზეთისხილის კურკა აღმოაჩინეს. მაგრამ, ზეთისხილის ხე მის საფლავზე არასოდეს გაიზარდა.