სამხრეთ კორეაში THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანები გადაადგილდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს რამდენიმე მძიმე, გაფართოებული მობილობის ტაქტიკური სატვირთო მანქანა, რომელიც სოსონგ-რის ქუჩაზე მოძრაობს. რამდენიმე სატვირთო მანქანის უკანა მხარე ბრეზენტითაა დაფარული.
„სიენენის“ მიერ გამოკითხული რამდენიმე სამხედრო ექსპერტის თქმით, ეს სატვირთო მანქანები შეესაბამება იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც გამოიყენება THAAD სისტემების გადასატანად.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონგმა ადრე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს შეერთებული შტატები, გაიტანოს თავისი იარაღის ნაწილი ქვეყნიდან, თუმცა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის შეკავების ზომებზე.
„სიენენის“ თანახმად, 2017 წელს სამხრეთ კორეაში THAAD სისტემების განლაგებამ ჩინეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომელიც ამ სისტემებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევდა.

