ხუთშაბათი, მაისი 29, 2025

სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი-„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს

უშბაზე, ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტი, ნიკო ფალიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ახალგაზრდა მთამსვლელის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა.

კადრები და ემოციური პოსტები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს და პირწმინდად აღწერს დღევანდელ სულის შემძვრელ ტრაგედიას. თან გულამომჯდარი ვტირი… თან სიამაყით მევსება გული, როცა, ჩემი მშობლიური, ასეთი პატარა კუთხის შვილი ამხელა ბუმბერაზ ადამიანად ყალიბდება უმოკლეს დროის მონაკვეთში, მთელ საქართველოს და მის ფარგლებს ცდება მისი ნაგმირალი სახელი და თითქოს სამყაროს აჩერებს ეს ბოლო წამები… სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი! უ̂ო̄ჲ ხიადუ̄ლ, ამჟი ნარდუ̂ ი ამჟი დაგრა!“, – წერს ანა ჩართოლანი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის გმირი, რომელმაც მოიგო არჩევნები, დაამარცხა ყველა, ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს

საქართველოს გმირი, საერთაშორისო პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვიქტორ ორბანის თქმით, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა და თავი არ დაუხარა ბრიუსელს.„ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა მოიტანა ქვეყანაში. მისი ქვეყნის 20 პროცენტი არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა.როგორც ტრამპმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დიდ პატივისცემას გამოხატავს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ისე მისი ხელმძღვანელების მიმართ.„მინდა, მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით, რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი, დიდი პატივისცემა და სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. პატივს ვცემ ამ დიდებულ ადამიანს, ვიქტორ ორბანს. მან დიდებული საქმე გააკეთა და ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. დიდი პატივისცემა მაქვს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ისე მისი ხელმძღვანელების მიმართ. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას კიდევ ერთხელ და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ამ ღონისძიების ფარგლებში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.

ქართველმა პარატაეკვონდისტებმა რიოში ხუთი მედალი მოიპოვეს

ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს პარატაეკვონდოში რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე.️ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია:ანა ️️ჯაფარიძე (-52კგ) რიოს ღია ტურნირის გამარჯვებულია.ლია ჩაჩიბაიამ (-47კგ) და გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.ნატა ოჩიგავა (-57კგ) კი ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი აიღო. ანა ჯაფარიძე კი ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა.საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს საქართველოში არშეშვების რისკების შესახებ აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს.როგორც პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული ფაქტორები შეიძლება, მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას.„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე დაფიქრდით, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება, მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხო ქვეყნის მოქალაქის შესვლის რისკფაქტორები. ასევე, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე, გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა, მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლის დროს, შესაძლოა, ეს ჯარიმები დაუყოვნებლივ გადაგახდევინონ“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) დამნაშავედ ცნო. ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები