პარასკევი, თებერვალი 28, 2025

სერგი კაპანაძე – თუნდაც რომ „ქართული ოცნების“ ბუნდღა აღარ იყოს, როგორ უნდა გამოასწორო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით არსებული მდგომარეობა?

„ევროკავშირთან, რაც არის კიდევ გაფუჭებადი და მოსწრებადი, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უვიზო რეჟიმის დაკარგვასთან იმ უბრალო, მარტივი მიზეზის გამო, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვას კონსენსუსი არ სჭირდება ევროკავშირში და თუ აქ კიდევ უფრო მეტი „წითელი ხაზი“ გადაილახა, უბრალოდ, მათ ხელთ არსებული დასჯის ინსტრუმენტი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ეს. ანუ მე არ წარმომიდგენია ქვეყანა, რომელსაც მაგალითად, ასოცირება ექნება შეჩერებული, სანქციების ქვეშ იქნება, უვიზო არ ექნება და თან „ჰორიზონტის პროგრამა“ ექნება, რომლითაც მეცნიერები დაფინანსდებიან და მაღალი დონის გაცვლითი პროგრამები ექნებათ. ანუ ეს შეიძლება თეორიულად მოხდეს, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი და კონტექსტიდან ამოგდებული იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაველ ჰერჩინსკი – ყოველ წელს ვხარჯავდით საქართველოში 85-100 მილიონ ევროს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაეცემოდა მთავრობას – ახლა, USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერების ფონზე, ვცდილობთ გავზარდოთ...

ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა და დაახლოებით 50 პროცენტი მიმართული იყო პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.„დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა, შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ“, - აღნიშნა ელჩმა.მისი თქმით, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროექტი და დიდი თანხა იხარჯება სხვადასხვა აქტივობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებზე, ადგილობრივი თემების მდგრადობაზე, გარემოს დაცვაზე, თანასწორობაზე, განათლებაზე.„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ასევე, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, შეუჩეროს დაფინანსება 3 თვით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ ეს დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა.

შალვა პაპუაშვილი – დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოერგო

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.პაპუაშვილს ამ თვალსაზრისით კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.„დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, ეს...

ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და ყოველი უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, რომ ეს ჩანაწერში აესახა, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო.„2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითიც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობისა და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს, – ვპასუხობ მე, – უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იმავე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს თავის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა.მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ის ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“. ჩვენი საუბრის შემდეგ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო, პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი – გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზუსტად ამ საბაბით საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითიც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“,...

2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, მისი პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებას შეეხება.„2022 წლის 24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და წინა დღემდე მბჟუტავი იმედი, რომ ეს ომი საბოლოოდ არ დაიწყებოდა, გაქრა. როგორც გვახსოვს, ამ ინტერვენციას რამდენიმეთვიანი დაძაბულობა უძღოდა წინ. ომის დაწყებისთანავე დასავლეთმა, ბუნებრივია, დაგმო რუსული აგრესია და 23-24 თებერვალს სანქციების პირველი პაკეტიც დაამტკიცა. 25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა რუსეთისათვის დაწესებულ დასავლურ სანქციებთან მიერთება. ამ უარმა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან უკვე ყველასთვის გონივრული და გამართლებული აღმოჩნდა, იმ დროს დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის, ქართული რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა დაუყოვნებლივ წამოიწყეს გაავებული კამპანია ხელისუფლების, როგორც „პრორუსული მთავრობის“ წინააღმდეგ. პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. ცხადია, რომ დასავლური ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე გავლენიანი ამერიკის შეერთებული შტატებია, სტრატეგიული პარტნიორობიდან, ურთიერთობის ისტორიიდან და თანამშრომლობის სფეროებიდან გამომდინარე. იმ მომენტში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და, ჯერ კიდევ აშშ-დან, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მას შევხვდი მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითიც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობის და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს“, – ვპასუხობ მე;– „უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიკური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“.ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იმავე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს თავის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა. მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“ რაზეც ვუთხარი: „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი, არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია“.ჩვენი საუბრის შემდეგ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო, პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი – გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი“, – წერს პაპუაშვილი.როგორც პაპუაშვილი წერს, „ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა და საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ, არაგონივრულ ესკალაციაზე“.„არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ზუსტად ამ საბაბით საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითიც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ზრდასთან ერთად, დაიწყო კარგად კოორდინირებული კამპანია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების გვერდის ავლა დაებრალებინათ. ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ უცხოური ხელისუფლებების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის დეპუტატები, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ალიანსში მყოფი არასამთავრობოები. წამოყენებულ ბრალდებებს ხელისუფლებაზე მუდმივი წნეხის შესანარჩუნებლად იყენებდნენ.თითქმის ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის დელეგაციის მეშვეობით, რომელშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორების შედიოდნენ, მიგვეღწია ოფიციალური აღიარებისთვის, რომ საქართველოს არასოდეს დაურღვევია სანქციების რეჟიმი. თუმცა ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მოუწია, გაეძლო ამ ნიადაგზე უსაფუძვლო და გაბოროტებული შემოტევებისათვის, რომლებიც მისი რეპუტაციის დაზიანებისკენ იყო მიმართული. საბოლოო ჯამში, ოპონენტები ხეირს ამითაც იღებდნენ, რეპუტაციული ბრალდებები მართული მედიის მხრიდან ტირაჟირდება და შესაბამის შედეგს იძლევა. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა სანქციებს, არ გაეზარდა ქვეყნის უსაფრთხოების რისკები და არ დაეშვა პროცესის შემდგომი ესკალაცია, რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, რომელიც, როგორც პასუხისმგებლიან მთავრობას, განსხვავებით მავნებელი ოპონენტებისაგან, კარგად გვესმოდა:ჯერ ერთი, ჩვენ არ ვმონაწილეობდით პროცესში, რომელშიც სანქციების პოლიტიკა ირჩეოდა და მიიღებოდა. ამიტომაც, უბრალოდ ვერ მივიღებდით სხვების მიერ შეთანხმებულ სანქციებს, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რა ფასის გადახდა მოგვიწევდა და რა შედეგს მივიღებდით საპასუხოდ;მეორეც, რუსეთისთვის სანქციების დაწესება განაახლებდა რუსეთთან ღია კონფლიქტს, მათგან საპასუხო ნაბიჯებს, შესაძლოა ასიმეტრიულსაც, რაც საქართველოს ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა;მესამეც, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ეს მოგვიტანდა იმ მასშტაბის ნგრევას და განადგურებას, რასაც სამი წელია, აღმოსავლეთ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ხოლო რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამას ამ დღეებში ყველა ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების ვარიანტების განხილვის მაგალითზე;დაბოლოს, დიპლომატიაში კარტბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით. რამაც ზოგიერთი განარისხა, იყო იმის აღმოჩენა, რომ საქართველოს თურმე თავისი ეროვნული ინტერესი ჰქონია და მისი დაცვისთვის ბრძოლაც შეუძლია (სხვათა შორის, ეროვნული ინტერესების ჭიდილს მსოფლიო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაზე ნათლად ვადევნებთ თვალს…). შარშან გაზაფხულზე ეს ისტორია მოვუყევი საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს. მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა: ასე უნდა იქცეოდნენ სტრატეგიული პარტნიორები? ერთადერთი თავის მართლება, რაც მოვისმინე, ის იყო, რომ მაშინ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დადგენილ პოლიტიკაში და ალბათ არ იყო სწორი, რომ საქართველოს სპეციფიკური მდგომარეობა და შესაძლო შედეგები არ იქნა გათვალისწინებული. – „კი, ახლა ამას ხედავთ, ომის ორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, – ვუპასუხე მე, – მაგრამ რა მოხდებოდა, ჩვენ რომ მაშინ ბრმად დაგვეჯერებინა, დავყოლოდით მაშინდელ ელჩს ყოველგვარი გარანტიებისა და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, სად ვიქნებოდით ახლა? ვისი ტანკი იდგებოდა გარეთ?“ – პასუხად სიჩუმე იყო. ამ ისტორიის მორალი ისაა, რომ რთულ ვითარებაში და ნამდვილი კრიზისისას შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. მთელი რისკი და პასუხისმგებლობა შენი ასაღებია და თუ ორმოში ჩავარდი, საბოლოოდ შეიძლება მხოლოდ წუხილის, შეშფოთებისა და თანაგრძნობის იმედად დარჩე.სახიფათო რეგიონული კონფლიქტის დაწყებისას თუ სხვა საშიშროებებისას საქართველოს მოლოდინი იყო, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან და დაგვიცავენ. ამის ნაცვლად, ზოგიერთებმა, პირიქით, რუსეთთან კონფლიქტისკენ მოგვიწოდეს და ჩვენს ქვეყანაში შიდა არეულობას შეუწყვეს ხელი. ომის დაწყებამდე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, დასავლეთი „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოგვიწოდებდა, საკუთარ ნაჭუჭში დატევას გვთხოვდა და რუსეთის მორიდებისკენ გვიბიძგებდა. ხოლო როდესაც საფრთხე რეალური გახდა, მეტი სიფრთხილის ნაცვლად, პირიქით, დაუფიქრებელი ესკალაციისკენ მოგვიწოდეს. ჩვენ ვაფასებთ სტრატეგიულ მოკავშირეობას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მოკავშირეობა არ უნდა იყოს ერთმანეთის უბრალოდ გამოყენება, არამედ ორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს. საბედნიეროდ, წინდახედულება დროულად გამოვიჩინეთ. დღეს კი, სამი წლის თავზე, ეს გაკვეთილი უკვე ყველასთვის ნათელი და ცხადია, „ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის“ სასოწარკვეთილი მიმდევრების გარდა, რომლებიც ვერც საკუთარ მაგალითზე სწავლობენ რამეს და ვერც სხვისაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია – სოფელ ხიდარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ორი პირის კოორდინატები დადგენილია, მიმდინარეობს მესამე პირის ადგილსამყოფელის დადგენა

სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.„მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან, დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი სამ მეტრზე მეტია.უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები