ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

სერგი კაპანაძე: არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა

არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს POSTV-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ – განცხადებებს, რომლებიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო.

უკრაინაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითხეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.

ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი-მეთქი. აშკარად არ მოეწონათ. ველოდები, დღეს საღამოს რას გაუშვებენ, მოკლედ, 810088-დან რომ დაგირეკავენ, იცოდეთ, რომ, რაღაც, ვითომ, თავიანთი ჭკუით, მახეს გიგებენ“, – წერს სერგი კაპანაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ-ს ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული „მნიშვნელოვანი საჩუქარი“ გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა შეერთებულ შტატებს ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საჩუქარი გადასცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ახალი შიდა უსაფრთხოების მდივანის, მარკვეინ მალინის ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს საჩუქარი ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.ტრამპის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორ ადამიანებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რომლებმაც, მისივე თქმით, მოლოდინი გაამართლეს. რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათით უკმაყოფილოა.ტრამპმა შეაქო სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, თუმცა ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.თუმცა, მისივე თქმით, ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს.ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.ერდოღანის შეფასებით, დაუშვებელია, ისრაელის უკომპრომისო, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა პოზიციამ დიპლომატიური გადაწყვეტილებები ჩაშალოს.„არცერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა ღირებულად მიაჩნია, არ უნდა აგრძელებდეს იმ ცეცხლის გაღვივებას, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააღვივა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, გუნდის ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი იქნება.გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მარტა კოსი – ევროკავშირმა უნდა შეცვალოს წესები, რათა ქვეყნების გაწევრიანების ახალი ტალღა გახდეს შესაძლებელი

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს წესები, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყნების გაწევრიანების ახალი ტალღა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა, „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.კოსმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, საკუთარი წინადადებები წარადგინონ, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ევროკომისიის მიერ პროცესის გამარტივების მიზნით შეთავაზებულ გეგმაზე.როგორც ევროკომისარმა განაცხადა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უკვე წარუდგინა ქვეყნებს სამი ვარიანტი. მისივე თქმით, „მათი გადაწყვეტილების გარეშე წინსვლა ვერ მოხდება“.„პოლიტიკოს“ ცნობით, ვარიანტები შემდეგია: დღეს არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება; სისტემის შეცვლა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები წლების განმავლობაში არ იყვნენ „გაჭედილ“ მდგომარეობაში; ე.წ. უკუ (რევერსული) გაფართოება – ეს უკანასკნელი წინადადება, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მისმა გუნდმა წამოაყენეს გულისხმობს კანდიდატი ქვეყნის მიღებას ევროკავშირში, ვიდრე ისინი რეფორმებს სრულად დაასრულებენ.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის წინსვლისთვის საჭირო გადაწყვეტილების მუდმივი ბლოკირების გამოა გართულებული.„უკუ (რევერსული) გაფართოების“ იდეა ბრიუსელში განიხილებოდა, როგორც გზა, რომლითაც კიევს და სხვა კანდიდატ ქვეყნებს სრულ გაწევრიანებამდეც მიეცემათ წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და საინვესტიციო სქემებზე.„წევრ სახელმწიფოებთან პირველი განხილვიდან ნათელია, რომ მესამე ვარიანტი მიუღებელია. ეს იქნებოდა რევოლუცია, „პირველი ვარიანტიც, ანუ სტატუს კვოც, ასევე არ არის გამოსავალი“, – აღნიშნა მარტა კოსმა „პოლიტიკოსთან“ საუბარში.მიუხედავად ამისა, ევროკომისრის თქმით, სისტემის გადახედვა, სავარაუდოდ, მაინც მოხდება.„ახლა ვმსჯელობთ, რა მიმართულებით წავიდეთ. როგორ შეიძლება, პროცესი დავაჩქაროთ ეტაპობრივი, გაძლიერებული ინტეგრაციის გზით“, – განაცხადა მარტა კოსმა.„პოლიტიკოს“ ცნობით, მარტის დასაწყისში ელჩებთან გამართულ ვახშამზე, ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ე.წ. უკუ (რევერსული) გაფართოების წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები არარეალისტურად მიიჩნევენ.გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები მიუთითებენ ამ წინადადებაში გაწერილ რთულ იურიდიულ მოთხოვნებზე, ასევე საფრთხეზე, რომ ახალმა წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა, დემოკრატიული უკუსვლა განიცადონ და შემდეგ თავადვე დაბლოკონ ევროკავშირის დღის წესრიგი, როგორც ეს უნგრეთმა გააკეთა.„ვფიქრობთ, მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა უჭერს მხარს კომისიის ამ წინადადებას, ამიტომ ეს დიდი წარმატება არ არის“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ წევრ ქვეყნებს სურთ, ევროკავშირის გაფართოება მოხდეს ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს მოქმედ სამართლებრივ მოთხოვნებს.როგორც „პოლიტიკო“ წერს, არსებობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ასევე მართალია, რომ თითქმის არცერთი წევრი ქვეყანა არ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას, ვიდრე მოლაპარაკებები ჩვეულებრივი წესით არ დასრულდება.ოთხმა დიპლომატმა, რომელთაც ანონიმურად ისაუბრეს, „პოლიტიკოსთან“ განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა საკუთარი წინადადებების შემუშავების პროცესში არიან, რათა კომისიას წარუდგინონ. ეს წინადადებები, სავარაუდოდ, შეეხება ალტერნატიულ მექანიზმებს, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს მისცემს ევროკავშირის ბაზართან და საინვესტიციო სქემებთან დაახლოების საშუალებას.„პოლიტიკოს“ ცნობით, ხორვატიის შემდეგ ევროკავშირში ამ დრომდე არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. ეს 2013 წელს მოხდა.გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მისწრაფების შესრულება, გახდეს ევროკავშირის წევრი 2027 წლის იანვრისთვის, „შეუძლებელი იქნება“.ამასთან, მისივე თქმით, ისლანდია შეიძლება, იყოს „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „ძალიან სწრაფად“ წავიდეს წინ, თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმში ისლანდიელი ამომრჩეველი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას გადაწყვეტენ.„ისლანდია უკვე ინტეგრირებულია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში. საერთო ბაზარიც აქვს, შენგენშიც არის. ყველაზე რთული საკითხები, რაც რეფორმებს და ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, მათ უკვე გავლილი აქვთ. დემოკრატიის განვითარების კუთხითაც და ევროპული ღირებულებების მხრივაც, ისინი ძალიან მაღალ დონეზე არიან“, – აღნიშნა კოსმა.

ბოლო სიახლეები