ორშაბათი, ივნისი 9, 2025

სერგეი ლავროვი – მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება

მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე ამ ეტაპზე დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა არ იცის, როგორ არის ტრამპი ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის.

„უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება [თინა ბოკუჩავა], ერთხელ უკვე მოხდილია ბოდიში და რომელ სულელს მოუვიდოდა აზრად, ეს თემა ახლიდან წამოეწია?!“ – გიორგი ვოლსკი

მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება . ლოგიკაც არ არის ამაში... ჯერ ეს ერთი, თქვა ერთხელ , ბოდიში მოიხადა და რომელ სულელს მოუვიდოდა აზრად, რომ კიდევ ეს თემა ახლიდან წამოეწია?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებს.გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობისთვის" შექმნილი არასასურველი ვითარების გადასაფარად წამოწიეს.„მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ იტყუება . ლოგიკაც არ არის ამაში... ჯერ ეს ერთი, თქვა ერთხელ , ბოდიში მოიხადა და რომელ სულელს მოუვიდოდა აზრად, რომ კიდევ ეს თემა ახლიდან წამოეწია?! ეს ხომ პრაქტიკულად გადაფარვაა გარკვეული ვითარების, გარკვეული არასასურველი, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ შექმნილი ვითარების, რომელიც უკვე იმდენად აშკარაა, რომ არ ვიცი, ახლა ამ სპექტაკლს თუ მოიგონებდნენ, არ მეგონა.ჩვენ ხომ არ ვიცნობთ კოტე იოსელიანს?! ჩვენ გვახსოვს კოტე იოსელიანი ხშირად გამოდიოდა ხოლმე და ერთხელაც თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ნარკოტიკს თუ იარაღს უდებს ჯიბეში თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და მერე თქვა, რომ ეს ჩადების თემა არ არისო ახალიო, იესო ქრისტესაცო 30 ვერცხლი ჩაუდესო ჯიბეშიო, მაგის გულისთვის გაასამართლეს და ჯვარზე აცვესო. ამის მერე აღარ გამოჩენილა, რაც ეს თქვა.ადამიანი, რომელიც ამის მთქმელია, რასაკვირველია, ბადებს ეჭვს, რომ კომპეტენცია აკლია, სულ მცირე... არ მინდა, რომ პირადი შეურაცხყოფაზე გადავიდე, მაგრამ თვითონ აყენებს როგორ შეურაცხყოფას ბოკუჩავა კონკრეტულ ადამიანებს უკვე, სისტემას კი არა, ან მის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ გუნდს, რომ ე.ი. ვიღაცა არსებობს "ქართულ ოცნებაში" ისეთი, რომელსაც შეუძლია, არათუ ის გააკეთოს, რასაც "ნაცმოძრაობა" აკეთებდა, რომ ადამიანს პირდაპირი გაგებით ტყავს აძრობდა და ცემა-ცემაში და წამებაში კლავდა, არამედ ბავშვების სიცოცხლით დაემუქროს, ეს „ნაცებსაც“ არ გაუკეთებიათ. სხვათა შორის, რამდენიმე ზარიც იყო უცხოეთიდან - არის თუ არა ეს სიმართლე, შეიტანა თუ არა საჩივარი საგამოძიებო სტრუქტურაში. მეორე კიდევ, „ნაცმოძრაობისთვის“ ის თემა, რომ ის აღარ დაუშვეს, იქ მათი ბანერი და სააკაშვილის პორტრეტები ჩაუხსნეს, იქ რომ იდაყვით აგდებენ გვერდზე იმიტომ, რომ იციან, რომ არაპოპულარულია საზოგადოებაში. ეს, რასაკვირველია, განაპირობებს გარკვეული სცენარის შემუშავებას, რათა ბალანსი მასსა და "ქართულ ოცნებას" შორის გასწორდეს, გათანაბრდეს და არ მოიკლოს სიძულვილმა „ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც ამას არ იმსახურებს რეალურად“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა.შსს-ს ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა და დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლევან მაისურაძეა მითითებული.აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან მაისურაძემ ვაჟა სირაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

უკრაინაში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები გადასცა

ისრაელმა უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემები გადასცა. როგორც უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მიხაილ ბროდსკიმ განაცხადა, აშშ-ის მიერ ისრაელისთვის გადაცემული „პეტრიოტის“ სისტემები ახლა უკრაინაშია.მისი თქმით, აღნიშნული სისტემები ისრაელის შეიარაღებული ძალების არსენალში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ირიცხებოდა.„ჩვენ დავთანხმდით უკრაინისთვის მათ გადაცემას და ამის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი არ უსაუბრიათ. თუმცა, როდესაც ამბობენ, რომ ისრაელი არ დაეხმარა სამხედრო თვალსაზრისით, ეს ასე არ არის. ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა დიპლომატმა.ელჩს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ამ სისტემების გადაცემა.

გიორგი ფერაძე უმცროსმა იქორწინა-“ავდექით და ვიქორწინეთ”

გიორგი ფერაძე უმცროსმა იქორწინა. მისი რჩეული ქსენია ბეზუგლოვაა. ხელი ქსენიას ერთი წლის წინ სთხოვა. ერთად ცხოვრება კი წყვილმა ახლა გადაწყვიტა."ავდექით და ვიქორწინეთ" - ასე "სთორავს" მსახიობი და ქორწინების ამსახველ ბეჭდებიან ფოტოს.ქსენია ბეზუგლოვა ფეისბუქით პირველად შარშან გააცნო საზოგადოებას, როდესაც პრემიერა ითამაშა. დონ კიხოტის როლში მყოფმა ფერაძემ, ერთი წლის წინ, ამგვარი ტექსტი წარუმძღვარა ფოტოს."რომ არა ჩემი დულსინია, ჩემს თვალებში ასეთი სხივი არ იქნებოდა..."საყვარელ ქალს ხელი შარშან ივლისში სთხოვა."მან თქვა - კი! მიყვარხარ!ბოლო მომენტამდე ყველაფერი საიდუმლოდ იყო შენახული. და ეს მოხდა კინოფესტივალის დასკვნით საღამოზე. მან არ იცოდა, არ ელოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა შინაგანად მზად იყო, ისევე, როგორც მე!ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა... მადლობა შენ (გია მიმართავს საქორწინო ბეჭდის იუველირს) იმ შედევრისთვის, რომელსაც ქსენია საერთოდ აღარ იხსნის" - წერდა გიორგი ფეისბუქზე.ქართველი არტისტის - გია ფერაძის უმცროსი ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს გარდაცვლილ მამას, რომელიც ერთხელ ჰყავს ნანახი, ხუთი წლის ასაკში, ციხეში...ქსენიასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას სამი შვილი ჰყავს.

პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება, რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება – მარკ რუტე

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება.რუტეს თქმით, რუსეთი  სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც NATO მთელი წლის განმავლობაში.„რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ ყველა აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ NATO“, – განაცხადა რუტემ.

ბოლო სიახლეები