ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

სერგეი ლავროვი – ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია

ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შემდეგ ზელენსკის მისმა უფროსმა ამხანაგებმა აუხსნეს, რომ არ შეიძლება ასე სულელურად მოქცევა და საჭიროა მოლაპარაკებები.

ლავროვმა სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინტრიგული უწოდა.

„რა თქმა უნდა, ყველა უკრაინაზე საუბრობს ინტრიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სტამბოლში, სიტყვასიტყვით ამ საათებსა და წუთებში ვითარდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თაკო ჩარკვიანი – მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ ჩატარდეს სახალხო არჩევნები, არ შეიძლება, ხელისუფლებას შეჰყვე არჩევნებში, ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა

საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა, – ამის შესახებ ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.ჩარკვიანის თქმით, დღეს გარკვეულად ერთობა შედგა და შეხვედრა საინტერესო იყო.„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა, ასე ვთქვათ, გარკვეულად ერთობა და ძალიან საინტერესო იყო. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა პარტია, მაგრამ კარგი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები არიან მოსული და ძალიან საინტერესო იყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მუშაობის პროცესია. ხელისუფლება არჩევნებზე როდესაც საუბრობს, ბუნებრივი, ადამიანები კითხვას სვამენ, მათ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, ამას არ სჭირდება დიდი ოპოზიციონერები, მიხვდე, რომ ხელისუფლება მკვეთრად დაპირისპირებულია დასავლეთთან. ამიტომ, ახლა ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი. ბრეჟნევიც ატარებდა ასე არჩევნებს, ამიტომ, ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. ხელისუფლება როდესაც საუბრობს, რომ ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს, რაღაც უხერხული ვითარებაა და რა არჩევნებზეა საუბარი. საუბარია გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ მართლა სახალხო არჩევნები ჩატარდეს და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მუშაობა. ეს არ არის ბოლო, გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის შეხვედრები. დღეს მესამე შეხვედრაა. ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა  იყო დღეს. უფრო გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება, შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, „ოპოზიცია ცალკე აპირებს არჩევნების ჩატარებას?“, ჩარკვიანმა აღნიშნა: „არ არის ასე, კონკრეტულად არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მსჯელობა არის ამაზე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხელისუფლებას არჩევნებში არ უნდა შევყვეთ, შემიძლია, ეს აზრი ღიად დაგიფიქსიროთ. რა, როგორ, რა მექანიზმით იქნება, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა“.ამასთან, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა.„სხვათა შორის, არ ველოდი და ძალიან საინტერესო დღე იყო ჩემთვის, საკვირველი რაღაც. ერთობის თვალსაზრისით კარგი კონტურები გამოიკვეთა. მე ყოველთვის მიხარია ერთობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შეკრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.თაკო ჩარკვიანს ასევე კითხვა დაუსვეს, იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, რაზეც ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძემ ყველას დაურეკა.„პაატამ აბსოლუტურად ყველას დაურეკა, მათი გადასაწყვეტია. მგონი, გახარიამ მკვეთრად თქვა, რომ ის მონაწილეობას იღებს არჩევნებში. ვფიქრობ, ამიტომაც არ მოვიდა, არ ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდნენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ბუღაძე, კობა ხაბაზი, პაატა მანჯგალაძე.

„ცუდი ხუმრობა“: პუტინი პროვოცირებას ახდენს

პუტინის გადაწყვეტილებით, სტამბულის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას კრემლის მთავარი იდეოლოგი, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი ფასდება, როგორც „დემონსტრაციული დაცინვა“ და დასავლეთისთვის „სახეში სილის გაწვნა“: „მათ სურთ, მსოფლიოს აჩვენონ, რა მაგრები არიან“. „ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ახლა შემიძლია, მთელი ღამეები, მარტოდმარტომ, მის ნაშრომებთან გავატარო“, - განაცხადა რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმერ მედინსკის შესახებ, რომელიც ვლადიმერ პუტინის დავალებით, ისევე როგორც 2022 წელს, უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას სტამბოლში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე. მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსი, ალექსანდრე დუგინი რუსეთის მომლაპარაკებელი გუნდის შემადგენლობას „ზღაპრულს“ უწოდებს.„ვერსად გაგვექცევით“ კრემლის კრიტიკოსი პოლიტოლოგი, ანდრეი ნიკულინი გაცილებით ნაკლებად ეიფორიულია მედინსკის პერსონასთან მიმართებაში. ნიკულინი „დემონსტრაციულ დაცინვასა“ და დასავლეთისთვის „სილის გაწვნაზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მთელი ეს ამბავი „ცუდი ხუმრობაა“. „ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ მათი მიზანია ფუნდამენტური გარღვევის მიღწევა, პუტინის ხედვისა და მსოფლმხედველობის გატარება, დევიზით: „ვერსად გაგვექცევით, ვერ დაგვემალებით. ჩვენ თქვენ გადაგტეხავთ!“. მათ სურთ, მსოფლიოს და საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რა მაგრები არიან“, - ამბობს პოლიტოლოგი.„მასხრად ვიგდებთ კლოუნებს“ ლონდონში მოღვაწე პოლიტოლოგი, ვლადიმერ პასტუხოვი წერს: „პაზლი არ ეწყობა“. პუტინმა ომი და ესკალაცია არჩია: „დაკრძალვის ბიუროს თანამშრომლებს ქორწილებში არ აგზავნიან“. კრემლის მთავარი შეცდომაა იმის დაჯერება, რომ მომავალი ომიც ისეთივე იქნება, როგორიც წინა ომი იყო. პროპაგანდისტი დანილ ბესონოვი რუსეთის დელეგაციაში მყოფ „რამდენიმე მაგარ ტიპზე“ საუბრობს და იცინის: „რას მოიტანს ეს შეხვედრა? – არაფერს. არაფერი შეიცვლება. ჩვენ ფორმალობას ვიცავთ და მასხრად ვიგდებთ კლოუნებს“. ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი სამხედრო კომენტატორი („სპეცრაზმის მთავარანგელოზი“), რომელსაც 1,15 მილიონი გამომწერი ჰყავს, აშკარად შვებას გრძნობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად არ მოხდება: „ბევრი რამის თქმა შეიძლება წარსული გამოცდილების შესახებ, მაგრამ დღეს იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტორტზე მარწყვი ჩვენმა ხელმძღვანელობამ დაადო. მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის პირობებით წარიმართება“.Image can not be shown due to copy rights restrictions. ბლოგერი მიხაილ ზვინჩუკი („რიბარი“, 1,2 მილიონი გამომწერი) დელეგაციის ხელმძღვანელად მედინსკის დანიშვნას „შესანიშნავ არჩევანს“ უწოდებს და იწონებს იმას, რომ კრემლი თანმიმდევრულად უგულებელყოფს ზელენსკის წინადადებებს და უკრაინის პრეზიდენტი „ფაქტობრივად, სამხედრო დელეგაციის წინაშე წარსდგება“ და ასეთ შთაბეჭდილებას მხოლოდ დელეგაციაში რამდენიმე სამოქალაქო მოხელის ყოფნა „არბილებს“.„დიპლომატური დამცირება“ „ასეთ დელეგაციასთან თანაბარ პირობებში მოლაპარაკებაზე დათანხმება უკრაინისთვის დიპლომატიური დამცირება იქნება“, - ნათქვამია ერთ-ერთი ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის კომენტარში, რომელსაც 600 000 გამომწერი ჰყავს. ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური ბლოგერი მაქსიმ შაროვი აღნიშნავს, რომ სტამბოლში რამდენიმედღიანი მოლაპარაკებებია დაგეგმილი, რაც არ გამორიცხავს, რომ კრემლმა მოგვიანებით უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლები გაგზავნოს და შეხვედრაზე თავად პუტინიც კი ჩავიდეს.„ზელენსკი, დანებდი!“ „კრემლმა გადაწყვიტა, ფრთხილად და ეტაპობრივად იმოქმედოს“, - ნათქვამია კიდევ ერთ გავლენიანი ბლოგერის პოსტში. მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, მედინსკის ყველაზე ნაკლები აქვს დასაკარგი, რადგან ის 2022 წელსაც ჩაიშალა. მაშინ რუსმა ულტრანაციონალისტებმა ის „კეთილი ნების ჟესტების“ გამო გააკრიტიკეს. „რუსული დელეგაციის ეს შემადგენლობა ნიშნავს: „ზელენსკი, დანებდი! მხოლოდ უპირობო კაპიტულაცია გიხსნის“, - ასე შეაფასა პუტინის გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგში გამომავალმა გაზეთმა ფონტანკამ“. სტამბოლში, თითქოს, ტარდება ისტორიის გაკვეთილი თემაზე: „ბოლო სამი წელი საერთოდ არ ყოფილა“.„ხანგრძლივი თამაში ილუზიების გარეშე“ კრემლის მხარდამჭერი ერთ-ერთი „ტელეგრამ-არხის“ (414 000 გამომწერი) დასკვნა ასეთია: „დელეგაციის ეს შემადგენლობა იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ხანგრძლივი და, შესაძლოა, სრულიად წარუმატებელი მოლაპარაკებებისთვის ემზადება. კრემლს ესმის, რომ უკიდურესად რთული იქნება მოლაპარაკებების წინასწარი დღის წესრიგის შეთანხმებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევაზე“. პუტინი ერთგულია თავისი ტაქტიკისა, ყოველთვის შეინარჩუნოს ინიციატივა, მაშინაც კი, თუ დაგეგმილი მოლაპარაკებები ამის გამო ჩაშლისთვის იქნება განწირული: „რუსეთი მზად არის ხანგრძლივი თამაშისთვის, დათმობებზე წასვლის ილუზიების გარეშე“.

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.საქმე ეხება 14 მაისს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას, რის შედეგადაც ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციები უსამართლოა, ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ

ევროკავშირისგან სანქციებს არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მხოლოდ უნგრეთი არ დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება უსამართლოა და ასე სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ.„თუ კონსესუსი არ იქნება, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. რეგლამენტის ცვლილებასაც უმრავლესობა და კონსესუსი სჭირდება. თუ დღეს საქართველოს მიმართ არის პოზიცია, რომ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდეს, ეს საკითხი ხვალ დღის წესრიგში სხვა ქვეყნის შემთხვევაში დადგება. ეს არ აწყობთ. უსამართლობას რომ თავი დავანებოთ, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. იტალია ფიქრობს, რომ მისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები არ არის გასაზიარებელი, თუ ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს უპირისპირდება. ის თავის დამოკიდებულებას ცალკე განავითარებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისივე თქმით, არ შეიძლება, წინააღმდეგი იყო იმის, რომ გამჭვირვალეობა იყოს უზრუნველყოფილი და თავადაც ამაზე ალაპარაკდნენ.„გარკვეული პრინციპებია, რამაც შეიძლება, ევროკავშირს სერიოზული დარტყმა მიაყენოს. თუ საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჯაჭვური პრინციპით გაგრძელდება. ტექნიკურადაც ამის გაკეთება ძნელია, გარდა იმისა, რომ ეს უსამართლობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პუტინმა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა არ გამოიყენა – მარკ რუტე

პუტინმა არ გამოიყენა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა, – ასე შეაფასა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.ამის შესახებ მარკ რუტემ ანტალიაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, რუსეთმა სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა.მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.ამავე პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ომის შეჩერებისკენაა მიმართული. „ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის გადაუდებელი ძალისხმევისადმი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. საქმე არ ეხება ომის გაღვივებას. ეს ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა დღეს და მომავალშიც. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად თუ მის გარეშე, ნათელია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თავდაცვაში გაზრდილი ინვესტიციები, გაუმჯობესებული თავდაცვითი სამრეწველო შესაძლებლობები და უკრაინისთვის განგრძობითი მხარდაჭერა დაგვეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ბოლო სიახლეები