რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ს გაუგზავნეს წინადადება, აღმოფხვრან ბარიერები, რათა შტატებთან ურთიერთობების სრულყოფილად გაჯანსაღება მოხდეს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რუსული მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადავიდეთ ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის პირდაპირი ავიაკავშირის აღდგენასა და ჩვენი ჩამორთმეული დიპლომატიური საკუთრების დაბრუნებაზე. ამერიკელებს გადაეცათ წინადადებები ამ სერიოზული ბარიერების აღმოსაფხვრელად მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების სრულყოფილი გაჯანსაღების გზაზე“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ თუ აშშ წავა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე, მაშინ აშშ-ისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, რომელთა შორისაც ლავროვმა დაასახელა მინერალები.

