საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებები შავი ფერის ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ. შესაბამისი დადგენილება 30 მარტით არის დათარიღებული. შესაბამისი ცვლილებები 014 წლის 6 თებერვლის #121 დადგენილებაში. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“ – წერია დოკუმენტში.
ეს საკითხი თვითმმართველობებსაც შეეხება.
სამინისტროებმა მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმა 25 აპრილამდე უნდა წარუდგინონ. 25 აპრილამდე ავტოპარკის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმაც.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე განსაკარგავად უნდა გადასცენ მანქანები, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება.