სამშაბათი, ივლისი 15, 2025

სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზემდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

9 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

9 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს თავისა და  მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აქვს, რის გამოც გამოკვლევებს საჭიროებს. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული.ოჯახს საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომაც დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.დახმარების მსურველებისთვის ანგარიშის ნომრები:თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108; მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილი

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას, საბჭოთა კავშირს იმიტომ არ გამოვექეცით, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა

მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, კაია კალასი ვერ აცნობიერებს, რა არის ევროპული ღირებულებები.„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას რაც შეეხება, რომელიც ასევე მოვისმინეთ კალასის მხრიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური სამსახურის პასპორტებზე სავიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე არის დარღვევა 2010 წლის ხელშეკრულების. ამაზე არაერთხელ განვაცხადე და ხედავთ, რომ ვერც კი შეეწინააღმდეგა ვერც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ვერც ბრიუსელიდან რომელიმე ჩინოვნიკი. ეს არის ღია, აშკარა, უხეში დარღვევა საერთაშორისო ხელშეკრულებისა, რომელიც 2010 წელს არის დადებული. ამიტომ, ასეთ ნაბიჯებზე როცა მიდიან ბრიუსელი და მისი ჩინოვნიკები, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიონ, გასაკვირი არ არის მსგავსი მუქარები, ამ ტონით საუბარი დამოუკიდებელ ხალხთან. სხვებს ედავებიან და ამ დროს თვითონ არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსთან. ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა. მოვუწოდებ ბრიუსელის ბიუროკრატიას, დაუბრუნდნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის გზას. დღეს რასაც ვისმენდით უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის ადამიანის უფლებების უპატივცემულობა, რადგან მართლმსაჯულება, მათ შორის, ემსახურება დაზარალებულების უფლებების აღდგენას. როგორც ჩანს, კალასისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს დამწვრობამიღებული პოლიციელი, როგორც ჩანს, კალასითვის არაფერს წარმოადგენს, წიხლებით რომ შედგნენ პოლიციელს, ასევე, როგორც ჩანს, მისთვის არაფერს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტს რომ წვავდნენ და საჭიროდ არ მიიჩნევს მართლმსაჯულების განხორციელებას. ამიტომ, როგორც ჩანს, კალასი ვერ აცნობიერებს, რა არის ევროპული ღირებულებები. ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას. ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებს ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ცდილობს, საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამმკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“.

ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში

ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში. როგორც ის წერს მას დედა გარაეცვალა.„74 წელიწადი, ჩემზე მლოცველი მე მყავდა დედა 94-ის, მისი სული წანიდა ზეცად“,- წერს ზურაბი. 

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და კაია კალასს წერილით მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართავს. „მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, იმ მომენტში, როცა საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში შექმნილი ვითარების განსახილველად ემზადება, ჩემი ვალდებულებაა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ უკიდურესად შემაშფოთებელ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და, შესაბამისად, თქვენს სერიოზულ ყურადღებასა და რეაგირებას იმსახურებს.გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დაჩქარებული უკუსვლაა, რომელიც ნათლადაა წარმოჩენილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ათწლეულების განმავლობაში დიდ ძალისხმევას ახმარდნენ დემოკრატიული პირობებისა და ინსტიტუტების შექმნას, ქვეყანა სწრაფად გარდაიქმნება კვაზი ტოტალიტარულ (თითქმის ავტორიტარულ) სისტემად. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევებს ეფუძნება.იმ ფონზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მიღწევა, რთულია, არ დასვათ კითხვა იმ რეაგირების არარსებობაზე (გარდა კონკრეტული დაგმობებისა და ნაწილობრივი სანქციებისა), რომელიც საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების „მშვიდობიანად მიტაცების“ შესაჩერებლად. ეს პროცესი არ ხდება სამხედრო ინტერვენციის გზით, მაგრამ ის არანაკლებ შემაშფოთებელია და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.ცნობილია, რომ მსგავსი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებელი, მცდელობები რუსეთს უკვე ჰქონდა მოლდოვაში, რუმინეთში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნათლად მიუთითებს როგორც რეგიონის მიმართ დამოკიდებულების სტრატეგიული გადახედვის საჭიროებაზე, ასევე, როგორ უნდა აღვუდგეთ და ვუპასუხოთ რუსეთის ახალ სტრატეგიებს.კავკასიის რეგიონი ევროკავშირის მომავალი გაფართოების აუცილებელ ელემენტად რჩება.სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად მიმდინარე პოზიტიური პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რომელსაც რუსეთი პირდაპირი ზეგავლენით ვეღარ აჩერებს, როგორც ამას წლების განმავლობაში ახერხებდა და ცდილობს, ამ პროცესებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გზით შეეწინააღმდეგოს. ამით ის აფერხებს მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საქართველოს კონტროლით, რუსეთი ასევე, შავ ზღვაზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.ქვეყნის მმართველი რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად რუსეთის დიქტატსაა დაქვემდებარებული, ჩინური ინვესტიციებისთვის ეკონომიკურ გზებს ხსნის შავი ზღვისპირეთში, მათ შორის, ანაკლიის პორტში, რითიც იქმნება კონკურენცია ევროპული და დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს კი ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება.მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას; გამოწვევის, რომელიც ევროკავშირის გავლენის ზრდასა და გაფართოებას აჩერებს, რომელიც ნამდვილად ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, ამიტომაც ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფუნდამენტურად (არსობრივად) ევროპის კრიზისია.ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება.2025 წლის 15 ივლისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გადაუდებლად მოვუწოდებ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს: შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა; მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი; იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

კახა კალაძე – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვინ იქნება, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.კახა კალაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება და მოქალაქეები თავიანთ არჩევანს თავისუფლად დააფიქსირებენ.„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება, სადაც ყველა ადამიანს თავისი ნების დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება. ქართველმა ხალხმა უსამშობლო აგენტურას უკვე დაარქვა თავისი სახელი, მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია განწირულია მარცხისთვის. როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარედან იღებ მითითებებს და საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესები, ეს ყოველთვის წარუმატებლად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, – „კოალიცია ცვლილებისთვის“ თბილისში არჩევნების ჩაშლით იმუქრება, მათ შორის, შიმშილობას აანონსებენ, – დედაქალაქის მერი პასუხობს: „თუ ვინმეს შიმშილობა უნდა, მე ამას არავის ვურჩევ, რადგან ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისთვის. წარმოუდგენელია, ამით რა შედეგი უნდა მიიღონ“.

ბოლო სიახლეები